1. ინდივიდუალური დაცვის საშუალებას, რომელიც განკუთვნილია მთლიანი სხეულის ან მისი ნაწილის სიცხის ან/და ხანძრის ზემოქმედებისგან დასაცავად, უნდა გააჩნდეს გამოყენების წინასწარ განჭვრეტადი გარემოს შესაბამისი თერმული იზოლაციის უნარი და მექანიკური სიმტკიცე.
2. წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებში მოხმარებისას, სპონტანური აალებით გამოწვეული რისკების თავიდან ასარიდებლად, სხივური ან კონვექციური სიცხისგან დასაცავად განკუთვნილი შემადგენელი მასალა და სხვა კომპონენტები არ უნდა იყოს აალებადი და უნდა გააჩნდეს გამოყოფილი სითბური ნაკადის გადაცემის სათანადო კოეფიციენტი. იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოხსენებული მასალის გარე ზედაპირს საჭიროა ჰქონდეს არეკვლვის უნარი, არეკვლვა უნდა შეესაბამებოდეს სიცხის ნაკადის ინტენსიურობას ინფრაწითელ დიაპაზონში გამოსხივებისას.
3. მაღალ ტემპერატურულ გარემოში ხანმოკლე გამოყენებისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური დაცვის საშუალების, ან ამ ინდივიდუალური დაცვის საშუალების მასალას და სხვა კომპონენტებს, რომლებიც შეიძლება დაექვემდებაროს ცხელი მასალების შეშხეფებას, როგორიცაა მდნარი მასალები, უნდა გააჩნდეს საკმარისი თერმული მახასიათებლები, რათა შესაძლებელი იყოს დაგროვებული სიცხის უდიდესი ნაწილის შეკავება მომხმარებლის მიერ საშიში გარემოს დატოვებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალების მოხსნამდე.
4. ინდივიდუალური დაცვის საშუალების მასალას და სხვა კომპონენტებს, რომლებიც შეიძლება დაექვემდებაროს ცხელი მასალების შეშხეფებას, უნდა გააჩნდეს მექანიკური ზემოქმედების შთანთქმის საკმარისი უნარი (იხ. ამ დანართის 21-ე მუხლი).
5. ინდივიდუალური დაცვის საშუალების მასალა და სხვა კომპონენტები, რომლებიც შესაძლოა შემთხვევით მოვიდეს შეხებაში ალთან, ასევე ინდუსტრიულ და ხანძართან ბრძოლის ინდივიდუალური დაცვის საშუალებაში გამოყენებული მასალა და სხვა კომპონენტები უნდა იყოს არააალებადი და გააჩნდეს რკალური და თერმული სიცხისგან დაცვის უნარი, რომელიც შეესაბამება წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებთან დაკავშირებული რისკის კლასებს. აღნიშნული მასალები არ უნდა დნებოდეს და ალის გაჩენას არ უნდა უწყობდეს ხელს.
6. წინასწარ განჭვრეტად გამოყენების პირობებში:
ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალების მოხმარებისას მომხმარებელზე გადაცემული სითბოს დონე ნებისმიერ პირობებში უნდა იყოს საკმარისად დაბალი, რათა გამორიცხულ იქნეს რისკის ქვეშ მყოფი სხეულის ნაწილებზე სიცხის დაგროვება ისე, რომ არ იქნეს გადაჭარბებული ტკივილისა და ჯანმრთელობის დაზიანების დასაშვები ზღვარი;
ბ) ინდივიდუალური დაცვის საშუალება სითხისა და ორთქლის შეღწევისგან დაცული უნდა იყოს და დამცავი ზედაპირის სხეულთან შეხება არ უნდა იწვევდეს დამწვრობას.
7. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალება შეიცავს გასაგრილებელ მოწყობილობას სითხის აორთქლების ან მყარი მასალის აირად მდგომარეობაში გადასვლისთვის, ამგვარი მოწყობილობა ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ გამოყოფილი ნივთიერებები არ იყოს მიმართული მომხმარებლისკენ და გამოიყოფოდეს გარე დამცავი ზედაპირის მიმართულებით.
8. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალება შეიცავს სასუნთქ მოწყობილობას, აღნიშნული მოწყობილობა წინასწარ განჭვრეტადი გამოყენების პირობებში ადეკვატურად უნდა ასრულებდეს მასზე დაკისრებულ დამცავ ფუნქციას.
9. მწარმოებლის მიერ შედგენილი ინსტრუქცია, რომელიც თან ახლავს ინდივიდუალური დაცვის საშუალებას და განკუთვნილია მომხმარებლის მიერ მაღალ ტემპერატურულ გარემოში ხანმოკლე გამოყენებისთვის, უნდა შეიცავდეს დანიშნულებისამებრ გამოყენებისას, აღნიშნული ინდივიდუალური დაცვის საშუალების მიერ გამოყოფილი სითბოს მომხმარებელზე ზემოქმედების მაქსიმალურად დასაშვები დონის განსასაზღვრად საჭირო ყველა შესაბამის მონაცემ