1. მწარმოებელმა ტიპის შესაბამისობის შეფასებისათვის განაცხადით უნდა მიმართოს ერთ-ერთ შესაბამისობის შემფასებელ პირს.
2. ტიპის გამოცდის განაცხადის ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგს:
ა) მწარმოებლის სახელი და მისამართი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ განაცხადი გაკეთებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ამ უკანასკნელის სახელი და მისამართი;
ბ) წერილობითი დადასტურება, რომ იგივე განაცხადი არ გაკეთებულა სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირის მიმართ;
გ) III დანართით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია;
დ) წარმოებული პროდუქტების წარმომადგენლობით ნიმუში ან ნიმუშები. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისობის შემფასებელმა პირმა შესაძლოა მოითხოვოს სხვა ნიმუშებიც. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალება წარმოებულ იქნა სერიულად და თითოეული ეგზემპლარი გათვლილია ინდივიდუალურ მომხმარებელზე მოსარგებად, წარმოდგენილ უნდა იქნეს სხვადასხვა მომხმარებლებისთვის წარმოებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების წარმომადგენლობითი ნიმუშები. ინდივიდუალური მომხმარებლის სპეციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ერთ ერთეულად წარმოებული ინდივიდუალური დაცვის საშუალების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნულის საბაზისო მოდელ