1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ეფექტიანი კონკურენცია საფინანსო ბაზარზე – საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ქცევის ისეთი ოპტიმალური კომბინაცია, როდესაც ბაზრის შედეგიანობა შესაძლებლად მაღალ მაჩვენებლს უტოლდება;
ბ) ჰორიზონტალური კონცენტრაცია – ერთსა და იმავე შესაბამის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა (კონკურენტ ეკონომიკურ აგენტთა) კონცენტრაცია;
გ) არაჰორიზონტალური კონცენტრაცია – სხვადასხვა ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაცია, რომელიც, მათ შორის, შესაძლოა, იყოს ვერტიკალური ან/და კონგლომერატული კონცენტრაცია;
დ) კონგლომერატული კონცენტრაცია – ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაცია, რომლებიც არ არიან ჩართულნი ერთსა და იმავე მიწოდების ჯაჭვში, შესაბამისად, ვერ ახდენენ პირდაპირ გავლენას ერთმანეთის ბაზრებზე, თუმცა ერთმანეთთან გარკვეულწილად დაკავშირებულები არიან;
ე) ვერტიკალური კონცენტრაცია – კონცენტრაცია იმავე მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა დონეზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა შორის;
ვ) მომხმარებელი – პირი, რომელიც იძენს საფინანსო პროდუქტს ან/და მომსახურებას;
ზ) ჰერფინდალ ჰირშმანის (HHI) ინდექსი – ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი, რომელიც შეადგენს შესაბამის ბაზარზე მოქმედი ყველა ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილთა კვადრატების ჯამს;
თ) კონცენტრაცია – „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული კონცენტრაცია.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობ