1. დასატვირთად ვაგონების მიწოდების დროის შეტყობინების წესს, მათ შორის, ტვირთგამგზავნის საშუალებით საერთო სარგებლობის ადგილებში დატვირთვისას, ტვირთგამგზავნის წინადადებით ადგენს სადგური, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ. შეტყობინებისათვის გამოიყენება კავშირგაბმულობის არსებული საშუალებები. შეტყობინების მიღების უზრუნველსაყოფად ტვირთგამგზავნი განსაზღვრავს შეტყობინების მიღებაზე პასუხისმგებელ პირს და წერილობით აცნობებს სადგურს მის სახელს, გვარს და ტელეფონის (ფაქსის, ტელექსის) ნომერს.
2. თუ ვაგონები მიწოდებულია შეტყობინების გარეშე, ისინი ირიცხება ტვირთგამგზავნზე და მათი დგომის დრო მისასვლელ ლიანდაგზე აითვლება ვაგონების ფაქტობრივი მიწოდების მომენტიდან 2 საათის გასვლის შემდეგ.
3. თუ ვაგონები მიწოდებულია შეტყობინებაში მითითებულ დროზე გვიან, მაშინ მათი მისასვლელ ლიანდაგზე მიწოდების დრო აითვლება ფაქტობრივი მიწოდების მომენტიდან. თუ დაგვიანება 2 საათს აღემატება, მაშინ რკინიგზა ვალდებულია, ტვირთგამგზავნს ხელახლა შეატყობინოს ვაგონების მომავალი მიწოდების თაობაზე.
4. გაგზავნის სადგურის უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ტვირთის ჩატვირთვა შეიძლება დროებით შეწყდეს ან შეიზღუდოს, რის თაობაზედაც წერილობით დაუყონებლივ უნდა ეცნობოს რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს. შეტყობინების მიღებიდან 12 საათის განმავლობაში ტვირთგამგზავნი ვალდებულია, დადგენილ მოცულობამდე შეწყვიტოს ან შეზღუდოს ტვირთის დატვირთვა გარკვეული მიმართულებებით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 28
თავი IV — ტვირთის გადასაზიდად მიღების წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 12 საათის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 28, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-28/