1. გადმოტვირთული ან დასატვირთად გამზადებული ტვირთი ლიანდაგის გასწვრივ უნდა განლაგდეს და დამაგრდეს ისე, რომ შენობებთან მიახლოების ზომები არ დაირღვეს.
2. 1,2 მ-მდე სიმაღლის ტვირთი (გარდა საგზაო სამუშაოებისათვის გადმოტვირთული ბალასტისა) უნდა იყოს განაპირა რელსის თავის გარე კიდიდან სულ მცირე 2 მ მანძილზე, ხოლო მეტი სიმაღლისას - არანაკლებ 2,5 მ-ზე.
3. ვაგონების ცალმხრივი, ზეგაბარიტული, აგრეთვე ტვირთამწეობაზე მეტად დატვირთვა დაუშვებელია.
4. დატვირთვის პროცესში რკინიგზის შემადგენლობის სანგრევის გასწვრივ გადაადგილება უნდა მოხდეს მხოლოდ ექსკავატორის მემანქანის ნებართვის სიგნალების მიხედვი