1. სატრანსპორტოსანაყარო ხიდებს და კონსოლურ ნაყარწარმომქმნელებს ქარის სიჩქარისა და მიმართულების უწყვეტი ავტომატური გაზომვისათვის უნდა ჰქონდეს მოქმედი ხელსაწყოები, რომლებიც ბლოკირებული უნდა იყოს ნაყარწარმომქმენელების ავარიულ სიგნალსა და სავალი მექანიზმების მართვის სისტემებთან, აგრეთვე, საზომსაკონტროლო ხელსაწყოები, ბოლო ამომრთველები, სასიგნალო და სალაპარაკო მოწყობილობა. გარდა ავტომატური სამუხრუჭო მოწყობილობისა, ხიდის სავალ ურიკას უნდა ჰქონდეს წესივრული ხელის მუხრუჭი.

2.  გზებსა და გასასვლელებთან ახლოს განლაგებული ყველა წინაღტვირთი უნდა იყოს შემოღობილი.

3. სატრანსპორტოსანაყარო ხიდებისა და კონსოლური ნაყარწარმომქმნელების ყველა საკონვეიერო ხაზს ორივე მხრიდან უნდა ჰქონდეს შემოღობილი ბაქნები კონვეიერის მომსახურებისათვის. კონვეიერის გასწვრივ გასასვლელის სიგანე უნდა იყოს სულ ცოტა 0,7 მ.

4. სატრანსპორტოსანაყარო ხიდის კომპლექსის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს, აგრეთვე განსაზღვრავდეს ხანძრის ჩაქრობის საშუალებათა რაოდენობასა და შენახვის ადგილებ