1. ქვასაჭრელი მანქანით ფერდობზე ნახევარტრანშეის გაყვანისას რელსები ფერდობის მხრიდან უნდა მოთავსდეს შპალების ან მაგარი ქვის საყრდენებზე და უნდა განხორციელდეს ღონისძიებები, რომლებიც გამორიცხავენ საყრდენის ჩამონგრევას ან რელსებიდან მანქანის აცდენას. ქვის საყრდენის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს ბრტყლად დადებული ბლოკის გაორკეცებულ სიმაღლეს. ყველა სხვა შემთხვევაში საყრდენი უნდა მოეწყოს შპალებით. საყრდენად გამოყენებულ ქვებს არ უნდა ჰქონდეს შუაშრე და ბზარები.
2. ქვასაჭრელი მანქანების ლიანდაგი უნდა შედგებოდეს ერთი ტიპის რელსებისაგან, მიერთებული უნდა იყოს ადგილობრივ დამამიწებლებთან და რელსების პირაპირზე ჰქონდეს ელექტრული შეერთება.
3. ქვასაჭრელი მანქანის ლიანდაგის ფერდობზე გასვლისას მისი ბოლოების ქვეშ უნდა მოთავსდეს სპეციალური ქვესადგამები. აკრძალულია არასწორზედაპირიანი ქვის გამოყენება ქვესადგამა