1. აკრძალულია მუშაობა ბრუნვითი და საღარავი ბურღვის დაზგებზე, თუ უწესივრო მდგომარეობაშია საბურღი იარაღის გადამეტაწევის შემზღუდველები და ჯალამბრის მუხრუჭი.

2.   ბრუნვითი ბურღვის დაზგაზე, თუ შტანგების შეერთება არაკუთხვილურია, შტანგების განცალკევება აწევისას დასაშვებია მხოლოდ ამოუღებელი შტანგების დგარის სპეციალური გასაღებით დამაგრების შემდეგ.

3. თვითმბრუნავი ბაგირული შეერთებების გამოყენებისას ბაგირის წნების შეგრეხის მიმართულება და საბურღი ინსტრუმენტის კუთხვილური შეერთებების დაკუთხვა ურთიერთსაწინააღმდეგო უნდა იყოს.

4. საბურღი დაზგის ამწევი ბაგირი გაანგარიშებული უნდა იყოს მაქსიმალურ დატვირთვაზე და ჰქონდეს სიმტკიცის ხუთმაგი მარაგი.

5. ამწევი ბაგირის შერჩევას საფუძვლად უნდა დაედოს ქარხნის აქტი _ სერტიფიკატი. კვირაში ერთხელ მაინც ბაგირი უნდა დაათვალიეროს უბნის მექანიკოსმა ან სხვა სპეციალურად დანიშნულმა პირმა და დათვალიერება დაადასტუროს ჟურნალში ხელმოწერით.

6. ამწევი ბაგირის მავთულების გამოშვერილი ბოლოები უნდა მოიჭრას.

7. თუ ამწევ ბაგირში შეგრეხის ერთი ბიჯის სიგრძეზე მავთულების 10 %ზე მეტია გაწყვეტილი, ბაგირი უნდა გამოიცვალოს.

თავი XII

ექსკავატორე