1. კარიერი, რომელსაც არა აქვს ზედაპირული და ნიადაგის წყლების ბუნებრივი ჩასადინარი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყალამოსაღვრელი დანადგარით.

2. კარიერზე და სადრენაჟო გვირაბებში წყალამოსაღვრელი დანადგარის ავტომატიზაცია უნდა უზრუნველყოფდეს მწყობრიდან გამოსული ტუმბოს ნაცვლად სარეზერვო ტუმბოს ავტომატურ ჩართვას, ტუმბოების დისტანციური მართვის შესაძლებლობას და დანადგარის მუშაობის კონტროლს მართვის პულტზე სიგნალის გადაცემით.

3. სადრენაჟო გვირაბების მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარის კამერის იატაკი უნდა იყოს განლაგებული ჭაურმიმდებარე გვირაბებში გამოსაზიდი გზების რელსების თავის დონეზე 0,5 მ–ით მაღლა.

4. დასაშვებია ჩაღრმავებული ტიპის (ჭაურმიმდებარე ეზოს დონის ქვემოთ) მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარის კამერის მოწყობა იმ პირობით, თუ დამუშავებულია მოწყობილობა და ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ წყალამოსაღვრელი დანადგრის შეუფერხებელ მუშაობას და სრულ უსაფრთხოებას.

5. მთავარ წყალამოსაღვრელ დანადგართან უნდა იყოს წყალსაკრები. სადრენაჟო გვირაბებში წყალსაკრებს უნდა ჰქონდეს ორი განყოფილება. წყალსაკრების ტევადობა ღია წყალამოღვრისას გათვლილი უნდა იყოს სამსაათიან, ხოლო მიწისქვეშა წყალამოღვრისას _ ოთხსაათიან ნორმალურ მოდინებაზე.

6. მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარის ნორმალურ რეჟიმში ერთდროულად მომუშავე ტუმბოების ჯამური მწარმოებლურობა უნდა უზრუნველყოფდეს წყლის მაქსიმალური მოსალოდნელი დღეღამური  მოდინების ამოტუმბვას სულ ბევრი 20 სთ-ის განმავლობაში. დანადგარს უნდა ჰქონდეს სარეზერვო ტუმბოები, რომელთა ჯამური მწარმოებლურობა მუშა ტუმბოების 25% ჯამური მწარმოებლურობის ტოლია. მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარის ტუმბოების დაწნევა უნდა იყოს ერთნაირი.

7. მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარის სატუმბო კამერა უნდა შეუერთდეს:  ჭაურს - დახრილი სასვლელით, სატუმბო სადგურის იატაკის დონიდან 7 მ სიმაღლეზე მაინც; ჭაურმიმდებარე ეზოს - სულ ცოტა ერთი სასვლელით, რომელიც ჰერმეტულად უნდა დაიკეტოს.

8. წყალამოსაღვრელი დანადგარი ზედაპირზე, აგრეთვე მილსადენები ჰაერის უარყოფითი ტემპერატურის რაიონებში უნდა დაითბუნოს ზამთრის პერიოდის წინ და დაიფაროს შესაძლო დაზიანებისაგან დასაცავად საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების დროს.

9. ზედაპირზე განლაგებულ მილსადენებს უნდა ჰქონდეს სამარჯვები წყლისაგან მთლიანად დაცლის უზრუნველსაყოფად.

კარი III

მექანიკური მოწყობილობა

თავი X

უსაფრთხო ექსპლუატაციისა და რემონტის

ზოგადი დებულებე