1. გადამტვირთავი პუნქტის გასატვირთავი ბაქნის ზომები უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაოების საწარმოებლად გამოყენებული ყველა მანქანისა და მექანიზმის ნორმალურ და უსაფრთხო მუშაობას მათი გადაადგილების, გვერდის აქცევისა და მანევრების დროს.
2. გასატვირთავი ბაქნის სიგანე და განტვირთვის ფრონტის სიგრძე უნდა განისაზღვროს სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტული ზომების, მანევრების მიღებული სქემისა და მოხვევის რადიუსის მიხედვით, განტვირთვაზე მდგომ და გამვლელ სატრანსპორტო საშუალებებს შორის უსაფრთხო მანძილის გათვალისწინებით. გასატვირთავი ბაქნის სიგანე და განტვირთვის ფრონტის სიგრძე ყველა შემთხვევაში უნდა იყოს სულ ცოტა 5 მ.
3. ერთდროული მუშაობა გასატვირთავი ბაქნის სექტორში (ავტომობილების განტვირთვა და ბულდოზერების მუშაობა) და უფრო დაბალ ჰორიზონტზე (ექსკავატორის დგომის დონეზე) უნდა წარმოებდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
4. გასატვირთავი ბაქნის ესტაკადაზე საკონტაქტო ქსელის მოწყობა აკრძალულია.
5. გასატვირთავ ბაქანზე თვითსაცლელი ავტომობილისა და ბულდოზერის სამუშაო ზონაში აკრძალულია ადამიანების ყოფნა და რაიმე სამუშაოს წარმოება. ყველა შემთხვევაში ადამიანები უნდა იმყოფებოდნენ მექანიზმიდან სულ ცოტა 5 მ-ის დაშორებით.
6. გასატვირთავ ბაქანზე თვითსაცლელი ავტომობილის მიწოდება უკუსვლით, აგრეთვე ბულდოზერის მუშაობა უნდა მოხდეს ბაქნის ფერდოს ზედა კიდის პერპენდიკულარულად. ამასთან, ბულდოზერის მოძრაობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ დანით წინ.
მოტივტივე მიწასაწოვი იარაღებით დამუშავების ტექნოლოგ