1. მოქმედი მიწისქვეშა გვირაბების ზემოთ განლაგებული ნაყარების წარმოქმნისა და ექსპლუატაციის, აგრეთვე ჩანაქცევების ამოვსების წესი განისაზღვრება სპეციალური პროექტით და უნდა შეიცავდეს სამუშაოების უსაფრთხოების ღონისძიებებს.
2. სანაყაროზე ქანების ერთ ნაყარად მოთავსებისას იმ რაიონებში, სადაც გამოიყოფა ნალექების მნიშვნელოვანი რაოდენობა თოვლის სახით, დამუშავებულ უნდა იქნეს უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები ზაფხულში ნაყარის შესაძლო მეწყრისაგან დასაცავად. აკრძალულია საფეხურებისა და საკარიერო გზების გაწმენდისას აღებული თოვლის გატანა ნაყარზე.
3. აკრძალულია ნაყარის განლაგება საბადოს დასამუშავებელ ფართობებზე.
4. დაჭაობებულ და არადრენირებულ ტერიტორიებზე სანაყაროს მოწყობა ხდება სპეციალური პროექტით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს სანაყაროს სამუშაოების უსაფრთხოების აუცილებელ ღონისძიებებს.
5. ნაყარის განლაგებისათვის უბნების შერჩევას წინ უნდა უსწრებდეს საინჟინროგეოლოგიური გამოკვლევები. პროექტში მოცემული უნდა იყოს ნაყარის განლაგებისათვის განკუთვნილი უბნების გრუნტების დეტალური დახასიათება.
6. ნაყარის განლაგება უნდა მოხდეს სამრეწველო საწარმოების დაპროექტების სანიტარიული ნორმების მოთხოვნების შესაბამისად.
7. მანძილი ლიანდაგის ღერძიდან საგუთნე ნაყარის კიდემდე ლიანდაგის ყოველი გადაწევის შემდეგ და ექსკავატორით აღჭურვილ სანაყაროში დუმპკარების განტვირთვის ადგილებში მანძილი ლიანდაგის ღერძიდან ზედა კიდემდე უნდა დადგინდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
8. გასატვირთავი გზის გარე რელსი შიგა რელსთან შედარებით უნდა იყოს 100-150 მმ–ით ამაღლებული. როგორც გამონაკლისი, ლიანდაგის მრუდის შიგა მხარეს ქანის განტვირთვისას საექსკავატორო სანაყაროს გასატვირთავი ჩიხის ორივე რელსი დუმპკარების განტვირთვის ადგილას შეიძლება ერთ დონეზე იყოს განლაგებული. ამ პირობებში სამუშაოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საწარმოს ხელმძღვანელმა უნდა დაამტკიცოს სპეციალური ღონისძიებები.
9. გასატვირთავი ჩიხის ბოლოს უნდა დაიდგას საბჯენი. ნაყარზე გასატვირთავი გზების სიგრძე თანაორმოდან საბჯენამდე უნდა იყოს განტვირთვის ადგილზე მიწოდებული შემადგენლობის არანაკლებ 1,5 სიგრძისა. ნაყარის თანაორმოდან ჩიხამდე უბნის ამოვსებისას უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებები.
10. ნაყარის ჩიხის საბჯენს უნდა ჰქონდეს ლიანდაგის ღობურას წესივრული მაჩვენებლები და სიბნელეში უნდა განათდეს. ლიანდაგის ღობურას მაჩვენებლები უნდა განლაგდეს ნაყარის ჩიხის თავსა და ბოლოში ლოკომოტივის მემანქანის მხარეს და გამოტანილ იქნეს ლიანდაგის ღერძიდან 2,5 მ მანძილზე და სულ ცოტა 1,5 მ სიმაღლეზე.
11. ნაყარის მუშა ნაწილი სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის განტვირთვის ადგილებში სიბნელეში უნდა განათდეს.
12. ლიანდაგის გადაადგილებისა და რემონტის დროს სანაყაროს უბანი, რომელზეც მიმდინარეობს ეს სამუშაოები, უნდა შემოიფარგლოს უბნის ორივე მხარეს დაყენებული სასიგნალო ნიშნებით.
13. მანქანამექანიზმების სავალი გზები უნდა განლაგდეს ნაყარიდან ქანის ნატეხების დაგორების საზღვრებს გარეთ.
14. ნაყარზე უნდა გამოიკრას მაფრთხილებელი წარწერები ნაყარის ფერდოზე, ნაყარის ფუძის მახლობლად და სატრანსპორტო საშუალებების განტვირთვის ადგილებში ადამიანების ყოფნის საშიშროების შესახებ.
15. ნაყარის ბულდოზერით მოსწორებისას ფერდოს კიდესთან ბულდოზერის მისვლა ნებადართულია მხოლოდ დანით წინ გადაადგილებისას. ფერდოს კიდესკენ ბულდოზერების უკუსვლით გადაადგილება აკრძალულია.
16. აკრძალულია ზედაპირული და კარიერის წყლის ნაყარზე გადაშვება.
17. საწარმოში უნდა მოეწყოს ნაყარში ქანების მდგრადობის სისტემატური კონტროლ