1. წყალგადასაშვები, კაშხალი და მთელი ჰიდრავლიკური მეურნეობა დროულად უნდა მომზადდეს ზამთრის პერიოდისათვის და მოვარდნილი წყლის გასაშვებად პროექტის შესაბამისად. კაშხალთან, აგრეთვე მიწასაწოვ იარაღზე დადგენილ ადგილზე უნდა ინახებოდეს ავარიასაწინაღო მოწყობილობის, მასალების, ინვენტარისა და ინსტრუმენტების მარაგი ნუსხის მიხედვით, რომელიც მტკიცდება ყოველწლიურად საწარმოს ხელმძღვანელის მიერ.
2. დასამუშავებელი უბანი უნდა გაიწმინდოს ხეტყის, ძირკვების, ბუჩქნარისა და ყინულისაგან.
3. კარიერის წყალზედა გვერდის ზღვრულად დასაშვები სიმაღლე, აგრეთვე მანძილი პონტონის ძროსა და კარიერის ძირს შორის განისაზღვრება პროექტით.
4. პონტონის ყველა ლიუკს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 400 მმ სიმაღლის წყალდამცავი გვერდი და სახურავი, რომელიც ჰერმეტულად იხურება. მიწასაწოვი იარაღის მუშაობა ღია ლიუკებით და სხვა ამოუვსებელი ნახვრეტებით პონტონში აკრძალულია.
5. მიწასაწოვი იარაღის გემბანი, ტრაპები, ბოგები, გადასასვლელები და კიბეები უნდა იყოს მოწყობილი ღარული ან დადუღებულზოლებიანი რკინისაგან, მოაჯირით შემოღობილი და დასუფთავებული. პონტონის გემბანი და ზედა ნაგებობების სახურავები სისტემატურად უნდა სუფთავდებოდეს თოვლისა და ყინულისაგან.
6. ორთქლსადენთან შესაძლო შეხების მისაწვდომი ადგილები მიწასაწოვ იარაღზე უნდა იყოს განმხოლოებული ან შემოღობილი.
7. მიწასაწოვი იარაღის გემბანზედა ნაწილის სამუშაო ადგილების გასანათებლად გამოყენებული ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს 220 ვ-ს, ხოლო პონტონის შიგა განათების, გადასატანი ნათურების, ელექტრული ხელის ინსტრუმენტების (ბურღი, სარჩილავი, ელექტროხერხი და სხვ.) მკვებავი ძაბვა 12 ვ-ს არ უნდა აღემატებოდეს. მიწასაწოვ იარაღზე უნდა არსებობდეს საავარიო განათება. გაუნათებელ პონტონში ჩასვლა აკრძალულია.
8. მიწასაწოვ იარაღზე უნდა იყოს ორმხრივი ხმოვანი სიგნალიზაცია სათავსსა და მექანიზმებს შორის.
9. მიწასაწოვი იარაღის მისაწვდომ და თვალში საცემ ადგილებზე (პონტონის გვერდებზე და გემბანზედა ნაგებობის გარედან) თანაბრად უნდა იყოს განლაგებული მაშველი საკუთნოები (წრეები, სფეროები, ბოლოები) ისე, რომ გემბანის სიგრძის ყოველ 20 -მ-ზე მოდიოდეს სულ მცირე ორი კომპლექტი.
10. მიწასაწოვ იარაღს პონტონის ირგვლივ გაჭიმული უნდა ჰქონდეს გვარლი, რომელიც ისეთ სიმაღლეზე იქნება მიმაგრებული, რომ ბორტს იქით ჩავარდნილ ადამიანს შეეძლოს მასზე ჩაჭიდება. წყალში უნდა იყოს სულ მცირე ორი ნიჩბებიანი ნავი, მათ შორის ერთი - პონტონთან. პონტონზე ნავისაკენ გასასვლელ ადგილებზე უნდა იყოს მოაჯირიანი გადასახსნელი ბოგასაბიჯელები და ღიობები, შემოღობილი ჯაჭვით.
11. ნავის ტვირთამწეობა და ერთდროულად გადასაყვანი ადამიანების დასაშვები რიცხვი მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული ნავის კორპუსზე. ყოველ ნავზე უნდა იყოს მაშველი საკუთნოები (წრეები, სფეროები, ბოლოები) სულ მცირე ორი ბარჯი, ერთი სათადარიგო ნიჩაბი, ჩამჩა, ორი ფარანი. ნავის გადამეტტვირთვა აკრძალულია.
12. ელექტროენერგია მიწასაწოვ იარაღს მიეწოდება სანაპირო მანაწილებელი მოწყობილობიდან კაბელის საშუალებით, რომელიც ჩადებულია მიწაში და შემოღობილია მაფრთხილებელი ნიშნებით, გადებულია ხარიხებზე ან ჩამოკიდებულია გვარლზე. წყალზე კაბელი გაყვანილი უნდა იყოს ტივებზე (ტივტივებზე). აკრძალულია ძაბვის ქვეშ მყოფი სანაპირო კაბელის გადატანა, მასზე მანქანის (ტრანსპორტის) გადასვლა სპეციალური გადასასვლელების მოწყობის გარეშე, კაბელის ჩახერგვა. უნდა გამოირიცხოს ყინულსა და გრუნტში კაბელის ჩაყინვა.
13. როცა მიწასაწოვი იარაღი აღჭურვილია პულპასადენით კარიერის გვერდზე ქვიშის ტრანსპორტირებისათვის, მისი მუშაობისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) მოტივტივე პულპასადენის გასწვრივ მოწყობილი უნდა იყოს ბოგები, რომლებიც შემოფარგლული იქნება სულ მცირე 1 მ სიმაღლის მოაჯირით;
ბ) მოტივტივე პულპასადენი სიბნელეში უნდა იყოს განათებული.
14. მიწასაწოვ იარაღზე უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი და მოწყობილობა (ვედროები, ბარჯები, ცეცხლსაქრობები, გადასატანი ტუმბოები და სხვ.) შესაბამისი ნომენკლატურითა და რაოდენობით. ტუმბოდან ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი უნდა გადიოდეს მთელ მიწასაწოვ იარაღზე და უნდა ჰქონდეს ონკანების საკმარისი რაოდენობა სახანძრო სახელოების მისაერთებლად. სახელოების სიგრძე უნდა უზრუნველყოფდეს წყლის დაწნევითი ჭავლის მიწოდებას მიწასაწოვი იარაღის ყველაზე დაშორებულ ადგილებში.
15. საპოხი მასალები, ნახშირი, სათადარიგო ნაწილები, ხანძარსაწინააღმდეგო და მაშველი ინვენტარი უნდა ინახებოდეს მიწასაწოვი იარაღის გემბანზე ამ მიზნით განსაკუთრებულად გამოყოფილ ადგილებში.
16. ყინულზე მუშაობისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) მანქანებისა და მექანიზმების მუშაობა ყინულზე დასაშვებია განწესით (უსაფრთხოების ზომების ჩვენებით) ყინულის სისქის გულმოდგინე შემოწმებისა და სიმტკიცეზე მისი გაანგარიშების შემდეგ;
ბ) ადგილები, სადაც ნებადართულია ხალხისა და ტრანსპორტის ყინულზე გადაადგილება, უნდა იყოს აღნიშნული მაფრთხილებელი ნიშნებით და განათებული სიბნელეში;
გ) ყინულის აწმენდის დროს სამუშაო ადგილთან უნდა იყოს ნავი და მაშველი რგოლები;
დ) ყინულის აწმენდის სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს უნდა ეცვათ მაშველი ჟილეტები;
ე) ყინულის აწმენდის სამუშაოები უნდა წარმოებდეს ტექნიკური ზედამხედველის თანდასწრებით და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის მიხედვით.
17. მიწასაწოვი იარაღის მუშაობის დაწყების წინ გულდასმით უნდა იქნეს შემოწმებული ღუზის გამართვის სისწორე, აგრეთვე გვარლების დამაგრება.
18. საცურაო საშუალებებზე მყოფ ადამიანებს ეკრძალებათ მიწასაწოვ იარაღთან მიცურება შემწოვი გრუნტსადენის მხრიდან მისი მუშაობის დროს.
19. მიწასაწოვ იარაღზე უნდა იყოს მუდმივად მოქმედი კავშირი დასახლებასთან.
20. აკრძალულია ხალხის ყოფნა ბაგირების მოძრაობის ზონაში მიწასაწოვი იარაღის მუშაობის დროს.
21. აკრძალულია საფხვიერებლის შეკეთება მიწასაწოვი იარაღის მუშაობის დროს და ნავების დაყენება მისი ისრის ქვეშ.
22. მიწასაწოვ იარაღზე შესასვლელად და გამოსასვლელად მოწყობილი უნდა იყოს სპეციალური მოაჯირიანი გადასახსნელი ბოგები (ტრაპები). ტრაპის დაშვება ნაპირზე ნებადართულია მოსწორებულ ადგილებში სანგრევის გვერდზე, რომელსაც არა აქვს დაკიდული ქიმები. ტრაპის სანაპირო ბოლო დაშვებულ მდგომარეობაში უნდა ფარავდეს სანგრევის ხაზს სულ მცირე 2 -მ-ზე. აკრძალულია ტრაპის დაშვება და აწევა, თუ მასზე იმყოფებიან ადამიანები.
საბადოს ამოშრობისა და წყალამოღვრის ტექნოლოგ