1. კლდოვანი ქანებისა და ფხვიერი მორენული დანალექების ერთობლივად სანაყაროში მოთავსებისას ნაყარის სიმაღლე განისაზღვრება პროექტით, სანაყაროში მოსათავსებელი ქანების ფიზიკურმექანიკური თვისებების გათვალისწინებით.

2. ნაყარის სიმაღლე, ფერდოს და პრიზმის ჩამოქცევის კუთხეები, სანაყაროს სამუშაოების ფრონტის წინწაწევის სიჩქარე განისაზღვრება პროექტით, ნაყარისა და მისი ფუძის ქანების ფიზიკურმექანიკური თვისებების, ნაყარის წარმოქმნის ხერხისა და ადგილის რელიეფის მიხედვით.

3. საბულდოზერო სანაყაროში ბეგს განტვირთვის მთელ სიგანეზე უნდა ჰქონდეს სულ ცოტა 30 განივი ქანობი, რომელიც მიმართული უნდა იყოს ფერდოს კიდიდან ნაყარის სიღრმისაკენ. კიდეს მთელ სიგრძეზე უნდა მიჰყვებოდეს ქანის ყრილი, სტანდარტის  მოთხოვნათა შესაბამისა