1. საფეხურზე მუშაობისას იგი სისტემატურად უნდა იწმინდებოდეს ქიმებისა და გადმონაშვერებისაგან.
2. საფეხური უნდა იწმინდებოდეს მექანიზებული ხერხით. ხელით გაწმენდა დასაშვებია მხოლოდ ზედამხედველის ან ბრიგადირის მეთვალყურეობით. მომსახურე პერსონალი, რომელიც არ მონაწილეობს გაწმენდაში, გაყვანილ უნდა იქნენ უსაფრთხო ადგილზე.
3. საფეხურის გაწმენდისას დაუშვებელია სამუშაოების წარმოება და ხალხის ყოფნა ქიმებისა და გადმონაშვერების ქვეშ.
4. ცალეული ქვისა და მსხვილი ბლოკების მოპოვებისას ქვის ნარჩენებისაგან უნდა გაიწმინდოს ზედა საფეხურის სახურავი საფეხურის კიდიდან 2 მ მანძილზე მაინ