1. კარიერს უნდა ჰქონდეს:

ა) დამუშავების პროექტი,  ტექნოლოგიური სქემა, სამთო სამუშაოების

განვითარების წლიური გეგმა, რომელიც შეიცავს დარღვეული მიწების

რეკულტივაციის ნაწილს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) სამარკშაიდერო და გეოლოგიური დოკუმენტაცია;

გ) ავარიის ლიკვიდაციის გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის  მოთხოვნებს.

2. ავარიის ლიკვიდაციის გეგმას ყოველწლიურად ადგენს კარიერის უფროსი ან მისი მოადგილე და ამტკიცებს საწარმოს ხელმძღვანელი. სამთო სამუშაოების წარმოების სქემის ან ტექნოლოგიის შეცვლისას შესაბამისი შესწორებები გეგმაში უნდა შევიდეს სულ გვიან ორ დღეში.

3. ხელმძღვანელები ვალდებული არიან შეისწავლონ ავარიის ლიკვიდაციის გეგმა მისი შესრულების დონეზე და ავარიების დროს ქცევის წესები გააცნონ ყველა მუშას, რომლებმაც ხელი უნდა მოაწერონ სპეციალურ ჟურნალში.

4. კარიერზე, სადაც წარმოებს თვითანთებადი და თვითაალებადი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, აუცილებელია სპეციალური პროფილაქტიკური და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გათვალისწინებ