1. დამოუკიდებელ სამუშაოზე დაშვებამდე მომსახურე პერსონალმა უნდა გაიაროს სწავლება შესაბამის სამუშაო ადგილზე ამ სამუშაოების შესრულების უსაფრთხო მეთოდებსა და ხერხებში.

2. სამუშაოთა წარმოების უსაფრთხო მეთოდებისა და ხერხების სწავლება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სამუშაოების შესრულების უსაფრთხო მეთოდებისა და ხერხების ცოდნის შემოწმება უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის  მოთხოვნებს.

4. მომსახურე პერსონალი სამუშაოზე დაიშვება,  თუ:

ა) გავლილი აქვთ სწავლება შესაბამისი სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიაში,შესრულების უსაფრთხო მეთოდებსა და ხერხებში მოქმედი კანონმდებლობის

შესაბამისად;

ბ) შეუძლიათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით სარგებლობა;

გ) იციან პირველადი სამედიცინო დახმარების ხერხები;

დ) ცოდნის პირველადი შემოწმების შემდეგ გავლილი აქვთ სამუშაო ადგილზე

სტაჟირება.

5. წინასაგან განსხვავებულ ახალ სამუშაოზე დაშვებამდე მომსახურე პერსონალმა უნდა გაიაროს ინსტრუქტაჟი ან შესაბამისი სწავლება.

6. კარიერზე საწარმოო პრაქტიკის წინ სტუდენტებმა უნდა გაიარონ შესაბამისი სწავლება.

7. სამთო და სატრანსპორტო მანქანების სამართავად დაიშვებიან პირები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური სწავლებ