1. საფეხურის გაუქმებისას დატოვებულ უნდა იქნეს მცველი ბეგები, რომელთა სიგანე არ უნდა იყოს მოსაზღვრე ბეგებს შორის ვერტიკალური   მანძილის ერთ მესამედზე ნაკლები. ბეგები დატოვებულ უნდა იქნეს სულ ბევრი ყოველი სამი საფეხურის შემდეგ.

2. ყველა შემთხვევაში ბეგის სიგანე უნდა უზრუნველყოფდეს მისი მექანიზებული გაწმენდის შესაძლებლობას. როცა სატრანსპორტო ბეგის სიგანე არ არის ნაკლები მცველი ბეგებისათვის დადგენილ სიდიდეზე, სპეციალური მცველი ბეგის მოწყობა ამ ჰორიზონტზე საჭირო არ არის.

3. საფეხურების გაუქმებისას დაცული უნდა იყოს კარიერის გვერდის ისეთი  დახრის კუთხე, როგორიც პროექტითაა დადგენილი.

4. მცველი ბეგები უნდა იყოს ჰორიზონტალური ან ჰქონდეს ქანობი კარიერის გვერდის მხრისკენ და იწმინდებოდეს რეგულარულად სასარგებლო წიაღისეულის და ფუჭი ქანის ნატეხებისა და გარეშე საგნებისაგან. ბეგები, რომლებზეც სისტემატურად დადის მომსახურე პერსონალი, უნდა იყოს შემოღობილი.

5. ცალეული ქვისა და მსხვილი ბლოკების მოპოვების დროს საფეხურების გაუქმებისას ყოველ საფეხურზე დატოვებულ უნდა იქნეს 1 მ სიგანის მცველი ბეგი. დასაშვებია რამდენიმე საფეხურისათვის ერთი 1,5 მ სიგანის ბეგის დატოვება, თუ ამ საფეხურების საერთო სიმაღლე 3 მს არ აღემატებ