1. აუცილებელია საფეხურების, ფერდოების, ნაყარის, ტრანშეების გვერდების მდგომარეობის მუდმივი კონტროლის განხორციელება. ქანების დაძვრის ნიშნების გამოვლენისას სამუშაოები უნდა შეწყდეს.

2. მეწყრისადმი მიდრეკილების მქონე კარიერზე უნდა ხდებოდეს კარიერის გვერდებისა და ნაყარის ფერდოების ინსტრუმენტული დაკვირვებები სპეციალურ ჟურნალში ჩაწერით.

3. მიწისქვეშა გვირაბების ან კარსტების არსებობის შედეგად შესაძლო ჩამოქცევების ან ჩაქცევების ზონაში მუშაობისას უნდა ხორციელდებოდეს საგულდაგულო მარკშაიდერული დაკვირვებები კარიერის გვერდებისა და ძირის მდგომარეობაზე. ქანების დაძვრის ნიშნების გამოვლენისას სამუშაოები უნდა შეწყდეს და განახლდეს მხოლოდ საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა ორგანიზაციის სპეციალური პროექტის მიხედვი