1. 350-ზე მეტი დახრის მქონე საფეხურის ფერდოზე მომუშავეები, რომლებიც აწარმოებენ ბურღვას, გაწმენდას და სხვა ოპერაციებს, უნდა სარგებლობდნენ საიმედო საყრდენებზე დამაგრებული ბაგირიანი მცველი ქამრებით.
2. საბურღი დაზგის ანძაზე მომუშავე უნდა სარგებლობდეს მცველი ქამრით.
3. მცველი ქამრების და დამზღვევი ბაგირების გამოცდის მეთოდიკა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.
4. ქვასაჭრელი მანქანის გამოყენებისას მისი მომსახურე პერსონალი დაცული უნდა იყოს მანქანის მჭრელი ორგანოს მიერ ქვის ნატეხების შესაძლო გამოსროლისაგან მცველი ფარების, დახურული კაბინების ან სხვა საშუალებების მოწყობის გზით.
5. ბურღვის დამთავრების შემდეგ ჭაბურღილი უნდა დაიხუროს საცობით. დასაშვებია გაბურღული ჭაბურღილების უბანი შემოიფარგლოს მაფრთხილებელი ნიშნებითა და წარწერებით, თუ ჭაბურღილების დიამეტრი 120 მმ-ზე ნაკლები