1. სანაყაროს გზის თითოეული გადაწევის შემდეგ დატვირთული მატარებლის მიღება ნაყარზე ქანის განტვირთვისათვის დასაშვებია მხოლოდ სანაყაროს ზედამხედველის თანხმობით და სპეციალურ ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერების გაკეთებით.

2. დატვირთული მატარებლის მიწოდება სანაყაროს გასატვირთავ ჩიხში დასაშვებია მხოლოდ ვაგონებით წინ. გამონაკლისია სააბზეტცერო სანაყარო.

3. ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია დატვირთული მატარებლის მიწოდება ლოკომოტივით წინ იმ პირობით, რომ დამუშავებულია უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც დამტკიცებულია საწარმოს ხელმძღვანელის მიერ.

4. დუმპკარების განტვირთვისას, როცა ძარა გადაყირავებულია, ადამიანები უნდა იმყოფებოდნენ სამთო მასის სანაყარო ზონის გარეთ, ხოლო დუმპკარის ძარას გაწმენდისას - არ უნდა იმყოფებოდნენ მისი კიდული ბორტის ქვეშ.

5. შემადგენლობის განტვირთვის ადგილზე ნაყარის შიგა მხრიდან მომსახურე პერსონალისათვის ბაქანი უნდა მოსწორდეს.

6. დუმპკარების გაწმენდა უნდა იყოს მექანიზებული. ნებადართულია დუმპკარების ხელით გაწმენდა სპეციალურად დამუშავებული და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების ზომების დაცვით.

7. დუმპკარის ძარას გადაყირავება და განტვირთვის შემდეგ მისი სატრანსპორტო მდგომარეობაში დაბრუნება უნდა მოხდეს ქვესადგამების, შპალების, რელსებისა და მსგავსი საგნების დახმარების გარეშე.

8. დუმპკარების განტვირთვის დაჩქარებისათვის აკრძალულია ექსკავატორის გამოყენება.

9. ავტომობილებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების განტვირთვა ნაყარზე უნდა მოხდეს პასპორტით გათვალისწინებულ ადგილებში, ქანის შესაძლო ჩამოქცევის პრიზმის იქით. პრიზმის ზომები უნდა დაადგინოს სამარკშაიდერო სამსახურმა და ეს რეგულარულად უნდა ეცნობოს ნაყარზე მომუშავეებს.

თავი VII

გადატვირთვის სამუშაოების ტექნოლოგია

(დამატებითი მოთხოვნებ