1.  მიწისქვეშა გვირაბების ან კარსტების არსებობის შედეგად შესაძლო ჩამოქცევების ან ჩაქცევების ზონაში მუშაობისას მიღებულ უნდა იქნეს სპეციალური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ მუშაობის უსაფრთხოებას (მოწინავე სადაზვერვო ბურღვა, აფეთქების დროს სამთო მანქანების გაყვანა შესაძლო ჩამოქცევის ზონის მახლობელი სანგრევიდან და სხვ.).

2. მეწყრისადმი მიდრეკილების მქონე საბადოს დამუშავების პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს უსაფრთხოების სპეციალური ზომები.  თუ მეწყრისადმი მიდრეკილება გამოვლინდება სამთო სამუშაოების წარმოებისას, საჭიროა პროექტში შესაბამისი კორექტივების შეტანა და გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების მიღება.

3. საბადოს ერთდროულად ღია და მიწისქვეშა ხერხით დამუშავებისას, აგრეთვე მიწისქვეშა სადრენაჟო გვირაბების გაყვანისა და ექსპლუატაციისას უნდა ხორციელდებოდეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მიწისქვეშა და ღია სამუშაოებზე მომუშავეთა უსაფრთხოებას (სამთო და საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების გეგმებისა და გრაფიკების შეთანხმება, ატმოსფეროს მდგომარეობის კონტროლი, კარიერიდან მიწისქვეშა გვირაბებში აფეთქების შხამიანი პროდუქტების მოხვედრის თავიდან აცილება,  კარიერიდან მიწისქვეშა გვირაბებში წყლის გამოხეთქვის საფრთხის თავიდან აცილება და სხვ.). ქვედამუშავებული მასივის მდგომარეობა და დასახული ღონისძიებების შესრულება უნდა კონტროლდებოდეს სისტემატურად.

4. სამუშაოების წარმოებისას ზვავსახიფათო რაიონებში მიღებულ  უნდა იქნეს ზომები თოვლის ზვავებისაგან დასაცავად. ზვავსაწინაღო დაცვის  ღონისძიებების გეგმა მუშავდება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით და მტკიცდება საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ. გეგმაში ჩაირთვება: ზვავსახიფათო ადგილების გამოვლენა გეომორფოლოგიური გადაღებებისა და მიმოკვლევის გზით; ფერდობების დატერასება; თოვლსაჭერი ფარების დაყენება; საინჟინრო ნაგებობების მოწყობა ამრიდი კედლების, ჯებირებისა და გალერეების სახით; სპეციალური ზვავსაწინაღო სამსახურის ორგანიზაცია; ზვავსახიფათო ფერდობების თოვლის გროვების ლიკვიდაცია.

5. ფერდობზე ნაყარის განლაგებისას მიღებულ უნდა იქნეს ნაყარის ჩამოცურების საწინააღმდეგო სპეციალური ზომები.

6. ნაყარის ჩამომეწყრების ნიშნების გამოვლენისას სანაყარო სამუშაოები უნდა შეჩერდეს უსაფრთხოების სპეციალური ზომების შემუშავებამდე და დამტკიცებამდე.

თავი V

ცალეული ქვისა და მსხვილი ბლოკების მოპოვების ტექნოლოგია

(დამატებითი მოთხოვნებ