1. გადამტვირთავი პუნქტის განლაგების ადგილი, აგრეთვე მისი მოწყობის და ექსპლუატაციის წესი განისაზღვრება სპეციალური პროექტით და უნდა ითვალისწინებდეს სექტორების აუცილებელ რაოდენობას და ზომებს, ადამიანების გადაადგილების გზებს, შუქურ და ხმოვან სიგნალიზაციას.
2. გადამტვირთავი პუნქტი, რომელზეც შუალედურ რგოლად გამოიყენება ექსკავატორი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იარუსის სიმაღლე უნდა დაწესდეს სამთო მასის ფიზიკურმექანიკური
თვისებების მიხედვით, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს ექსკავატორის აჩამჩვის სიმაღლეს;
ბ) გასატვირთავი ბაქანი უნდა მოეწყოს სტანდარტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოთხოვნების შესაბამისად;
გ) იარუსის დაფერდების კუთხე სექტორის შევსებისას უნდა შეესაბამებოდეს სანაყაროზე მოსათავსებელი სამთო მასის ბუნებრივი დაფერდების კუთხეს;
დ) სატვირთავი ლიანდაგები ამაღლებული უნდა იყოს ექსკავატორის დგომის დონიდან სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. სექტორში მუშაობა ხორციელდება სამუშაოების წარმოების პასპორტის შესაბამისად და რეგულირდება სპეციალური ნიშნები