1. საბადოს გაწყლოვანებულობის დროს დამუშავებული და განხორციელებულიუნდა იქნეს ამოშრობის ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების უსაფრთხოებას.
2. სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ღია წესით დამუშავებისას საბადოს ამოშრობა უნდა განხორციელდეს დადგენილი წესით დამტკიცებული სპეციალური პროექტის მიხედვით. აკრძალულია პროექტიდან გადახრით სამუშაოების შესრულება შესაბამის საპროექტო ორგანიზაციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
3. სადრენაჟო შახტების ჭაურების, შტოლნების, შურფების, ჭაბურღილების და სხვა გვირაბების პირი საიმედოდ უნდა იქნეს დაცული მათი გავლით სამთო გვირაბებში ზედაპირული წყლების შეღწევისაგან.
4. კარიერის ტერიტორიაზე მეწყრის არსებობისას მეწყრული მასივის ზედაპირი მასში ზედაპირული წყლების შეღწევისაგან დასაცავად შემოღობილ უნდა იქნეს ზედა მხრის თხრილებით.
5. კარიერზე ყოველწლიურად უნდა დამუშავდეს და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცდეს ღონისძიებები გაზაფხულსა და შემოდგომაზე, აგრეთვე თოვლის დნობისა და ნიაღვრების დროს სამუშაოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
6. ძველ დატბორილ გვირაბებთან ან სხვა წყალსატევებთან (მდინარეები, ტბორები, ტბები) ახლოს სამთო სამუშაოები უნდა წარმოებდეს კარიერის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს სპეციალური მთელანების დატოვებას წყლის გამოხეთქისაგან დასაცავად და სამუშაოების უსაფრთხო წარმოების ნორმებს.
7. საწარმოს მარკშაიდერმა სამთო სამუშაოების მცველ მთელანებთან მიახლოებისას სულ მცირე ერთი თვით ადრე წერილობით უნდა აცნობოს ეს საწარმოს ხელმძღვანელს.
8. სადრენაჟო შახტების ქვესადგურების კვება უნდა წარმოებდეს ელექტროგადაცემის ორი ხაზით. თითოეულმა ხაზმა უნდა უზრუნველყოს შახტის მაქსიმალური დატვირთვა.
9. სადრენაჟო გვირაბების მშენებლობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საშუალებები, რომლებიც წყლის გამოხეთქის შემთხვევაში უზრუნველყოფენ ადამიანების უსაფრთხო გამოყვანასა და მოწყობილობის დაცვას.
10. ნებისმიერი სიმაგრის ქანებში მიწისქვეშა სადრენაჟო გვირაბების გაყვანისას ზემომდებარე წყლოვანი ჰორიზონტების ქვეშ აუცილებელია გაიბურღოს წინმსწრები ჭაბურღილები, რომელთა სიგრძე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქანების სიმაგრისა და სტრუქტურის შესაბამისად გამაგრების პასპორტში ან გვირაბების გაყვანის პასპორტში. ამ ჭაბურღილების სიგრძე ყველა შემთხვევაში უნდა იყოს სულ ცოტა 5 მ.
11. თითოეულ გასაყვან გვირაბში უნდა იყოს მასალების მარაგი აუცილებლობის შემთხვევაში დროებითი მფილტრავი ზღუდრების ასაგებად.
12. კარიერით ქვედამუშავებადი ჭაბურღილის სამაგრი მილები დროულად უნდა მოიჭრას და საიმედოდ გადაიხუროს.
13. საბადოს ამოშრობის პროცესში წარმოქმნილი ჩანაქცევები და ბზარები, აგრეთვე ზედაპირზე შესაძლო ჩაქცევის ადგილები საიმედოდ უნდა შემოიღობოს ამ ზონებში ადამიანების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ცხოველების შემთხვევით მოხვედრისგან დასაცავად.
14. კარიერიდან მოცილებული წყალი გადაგდებულ უნდა იქნეს უახლოეს წყლის ნაკადში ან ისეთ ადგილას, საიდანაც გამოირიცხება მიმდებარე ტერიტორიების დაჭაობება და გვირაბებში მისი უკუშეღწევა ბზარებით, ჩანაქცევებით ან წყალშეღწევადი ქანებით.
15. სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ამოშრობის შედეგად მიღებული წყლების გადაგდება უნდა მოხდეს მხოლოდ მისი გაკამკამების, ხოლო აუცილებელ შემთხვევებში _ მავნე მინარევებისაგან გაწმენდის შემდეგ.
16. აკრძალულია სადრენაჟო გვირაბის პირთან ახლოს კოცონის დანთება, ჭაბურღილის პირის გალხობა ღია ცეცხლით, აგრეთვე მომუშავე შიგაწვისძრავიანი მანქანების დგომა.
17. სადრენაჟოსავენტილაციო ჭაბურღილების პირი გამაგრებული უნდა იყოს საფეხურის ძირიდან ერთ მეტრ სიმაღლეზე გამოშვერილი პერფორირებული მილებით. მილები უნდა შეიღებოს კაშკაშა ფერად და მასზე უნდა დაიწეროს ჭაბურღილის ნომრები, ხოლო მილის პირი უნდა დაიხუროს მიდუღებული ლითონის ბადი