1. საბურღი დაზგა უნდა დაიდგას საფეხურის მოსწორებულ ბაქანზე და განლაგდეს ისე, რომ დაზგის სავალი ნაწილი 3 მ–ით მაინც იყოს დაცილებული საფეხურის კიდიდან. ცალკეულ შემთხვევებში, საბურღი დაზგის კონსტრუქციის გათვალისწინებით, დასაშვებია სავალი ნაწილის განლაგება უფრო ახლოს, ჩამოქცევის პრიზმის საზღვრებში.
2. აკრძალულია საბურღი დაზგის დომკრატების ქვეშ მადნისა და ქანის ნატეხების ამოდება.
3. ფრეზული ბურღვის საბურღი დაზგების დაყენებისას ჭაბურღილების პირველ რიგზე დაზგები უნდა იმართებოდეს დისტანციურად.
4. ჭაბურღილების პირველი რიგის ბურღვისას საბურღი დაზგა ისე უნდა იქნეს განლაგებული, რომ მისი გრძივი ღერძი საფეხურის კიდის პერპენდიკულარული იყოს.
5. აწეული ანძით საბურღი დაზგის გადაადგილება საფეხურზე დასაშვებია მხოლოდ მოსწორებულ ჰორიზონტალურ ბაქანზე. დაზგის გადაადგილებისას ელექტროგადაცემის ხაზების ქვეშ ანძა უნდა იყოს დაშვებული.
6. საბურღი დაზგის გადაადგილებისას საბურღი ინსტრუმენტი უნდა იყოს მოხსნილი ან საიმედოდ დამაგრებულ