1. ჯაჭვიანი მრავალჩამჩიანი (რკინიგზის, მუხლუხა, თვლიანი), აგრეთვე მაბიჯი ექსკავატორის ლიანდაგისა და გზის ქანობი და რადიუსი განისაზღვრება ექსკავატორის ტექნიკური პასპორტით. მოწყობილობა, რომელიც აკონტროლებს და აფიქსირებს ლიანდაგის სიგანესა და ქანობს, თვეში ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს. შემოწმების შედეგები შეტანილ უნდა იქნეს ჟურნალში. ამ მოწყობილობის არარსებობისას ან უწესივრობისას ექსკავატორის მუშაობა დაუშვებელია.
2. დაუშვებელია ექსკავატორქვეშა ლიანდაგის ექსპლუატაცია კარიერის გაწყლოვანებულ საფეხურზე, თუ არ გამოიყენება წყალსარინი მოწყობილობა.
3. ერთჩამჩიან ექსკავატორზე გამოყენებული ბაგირები უნდა შეესაბამებოდეს პასპორტს. ისრის ბაგირები უბნის მექანიკოსმა უნდა დაათვალიეროს კვირაში ერთხელ მაინც. გაწყვეტილი მავთულების რაოდენობა შეგრეხის ბიჯის სიგრძეზე არ უნდა აღემატებოდეს ბაგირში მისი საერთო რაოდენობის 15 %-ს. გაწყვეტილი მავთულების გამოშვერილი ბოლოები უნდა მოიჭრას. ბაგირების დათვალიერების შედეგები და ჩანაწერები მათი შეცვლის შესახებ გამოცვლის თარიღის და ახალი ბაგირის ტიპის ჩვენებით, შეიტანება სპეციალურ ჟურნალში, რომელიც უნდა ინახებოდეს ექსკავატორზე. ამწევი და წევის ბაგირები უნდა დაათვალიეროს საწარმოს მთავარმა მექანიკოსმა დადგენილ ვადებშ