1. ქვასაჭრელი მანქანის ან ქვის ბლოკების ბაგირული წევით გადადგილებისას ადამიანები უნდა იმყოფებოდნენ დაჭიმული ბაგირებიდან მოშორებით.

2. ქვასაჭრელი მანქანის გადასაადგილებელი ლიანდაგის ბოლოს დაყენებულ უნდა იქნეს მცველი საბჯენები.

3. მომსახურე პერსონალს ეკრძალება რელსსა და სანგრევის კედელს შორის სივრცეში ყოფნა მანქანის უკან (მოძრაობის მიმართულების მიხედვით) 7 მ მანძილზე გვარლთან ჩაჭიდების შემდეგ.

4. მაღალ საფეხურზე მომუშავე მანქანის ტრანსპორტირება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ნალოთი ან ტრაილერით, საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ტექნოლოგიური რუკების შესაბამისად.

5. ტრანსპორტირებისას დაცულ უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი მოთხოვნები:

ა) ნალოს (ტრაილერის) გადადგილების სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს:   ჰორიზონტალურ უბნებზე - 5 კმ/სთ-ს, დახრილ უბნებზე - 0,5 კმ/სთ-ს;

ბ) ქვასაჭრელი მანქანის ტრანსპორტირებისას მისი მჭრელი ორგანო დაშვებულ   უნდა იქნეს ქვედა კიდურ მდგომარეობაში და დაფიქსირდეს;

გ) მანქანის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ტექნიკური   ზედამხედველი პირის ხელმძღვანელობით.

6. დაბალ საფეხურზე მომუშავე მანქანის საფეხურიდან საფეხურზე თვითსვლით გადაადგილება ნებადართულია საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ტექნოლოგიური რუკების შესაბამისა