1. მაბიჯ და მაბიჯლიანდაგიანი სვლის კონსოლური ნაყარწარმომქმნელის გადაადგილებისას აკრძალულია კონსოლის ქვეშ ტრანსპორტის, მანქანის, მექანიზმებისა და ადამიანების გავლა.
2. სატრანსპორტოსანაყარო ხიდის სანაყარო კონსოლის ბოლოსა და ნაყარის ქიმს შორის მანძილი არ უნდა იყოს 3 მ-ზე ნაკლები. პერიოდული გადაადგილების კონსოლური ლენტური ნაყარწარმომქმნელისათვის ეს სიდიდე უნდა იყოს 1,5 მ მაინც.
3. ჭექაქუხილის დროს, ნისლსა და ქარბუქში 25 მ-დე ხილვადობისას, აგრეთვე, თავსხმა წვიმის, სველი და დიდი თოვლის დროს აკრძალულია სატრანსპორტოსანაყარო ხიდის გადაადგილება და მუშაობა.
4. დაუშვებელია 1 მ-ზე ახლოს სატრანსპორტოსანაყარო ხიდის მიახლოება შენობებთან ან სამთოსატრანსპორტო მოწყობილობასთან. აკრძალულია სატრანსპორტოსანაყარო ხიდის მუშაობა მომუშავე სამთოსატრანსპორტო მოწყობილობის ზემოთ.
5. აკრძალულია ხიდის გზების ექსპლუატაცია კარიერის გაწყლოვანებულ საფეხურებზე.
6. ნაყარის ჩამოცურების ნიშნების გამოვლენისას სატრანსპორტოსანაყარო ხიდი გამოყვანილი უნდა იქნეს სახიფათო ზონიდან.
7. სატრანსპორტოსანაყარო ხიდის სანაყარო საყრდენის გავლა სადრენაჟო შტრეკებზე უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური პასპორტის შესაბამისად.
სკრეპერები და ბულდოზერე