1. ქვასაჭრელი მანქანის ხერხის დაყენება და გამოცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ ამ მიზნისათვის განკუთვნილი სამარჯვებით და ინსტრუმენტებით. ხერხის დაყენება და გამოცვლა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვასაჭრელი მანქანის ელექტროძრავას ამამუშავებელი ამორთულია.
2. ქვასაჭრელი მანქანის მომსახურე პერსონალის წასვლისას მანქანის კვება უნდა გამოირთოს, ხოლო ქვედა ურიკის თვლები საბჯენებით უნდა დამაგრდეს რელსებზე.
3. ქვასაჭრელ მანქანაზე ხერხის გამოცვლისას მჭრელი თავი არ უნდა იყოს 1,2 მ–ზე მაღლა. ხერხის აწევა მანქანის ლილვამდე უნდა განხორციელდეს გამძლე ხის ქვესადგამიდან, რომლის სიმაღლე 1 მ-ს არ აღემატება და დადგმულია მანქანის მჭრელი თავის ქვეშ. 1,2 მ-ზე მეტ სიმაღლეზე ხერხის გამოცვლის აუცილებლობის შემთხვევაში სამუშაოები უნდა შესრულდეს მტკიცე ხარაჩოებიდან.
4. ქვასაჭრელი მანქანის მოძრაობისას აკრძალულია ფიქსირებული ჭანჭიკების მოშვება ან მოჭერა, აგრეთვე მჭრელი თავის შემოტრიალება.
5. ქვასაჭრელი მანქანით მსხვილი საკედლე ბლოკების მოპოვებისას წრიული ფრეზების დასაყენებლად გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური ქვესადგამები. აკრძალულია ქვესადგამების ნაცვლად ძალაყინებით და ფიცრის ჩამონაჭრებით სარგებლობა. წრიული ფრეზების დემონტაჟისას აუცილებელია რბილი ქვესადგამების გამოყენება.
6. წრიული ფრეზის მონტაჟის (დემონტაჟის) დროს ფრეზის კრონშტეინზე ჭანჭიკებით დამაგრებამდე მუშა უნდა იმყოფებოდეს კრონშტეინის მხარეს.
7. ქვასაჭრელი მანქანის გაჭედილი ფრეზის, დისკოიანი ხერხის ან ჯაჭვური ბარის შეცვლის ან გათავისუფლებისას მანქანა უნდა გაჩერდეს და ძრავა გამოირთო