1. ყველა სახის რემონტთან დაკავშირებით შედგენილი უნდა იყოს ინსტრუქციები (ტექნოლოგიური რუკები, სახელმძღვანელოები, სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტები), რომლებიც ადგენენ სამუშაოების წესსა და თანამიმდევრობას, საჭირო სამარჯვებსა და ინსტრუმენტებს სამუშაოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სამუშაოების დაწყების წინ ინიშნება სამუშაოების წარმოებისათვის პასუხისმგებელი პირი. რემონტის სამუშაოებით დასაქმებული მომსახურე პერსონალი უნდა გაეცნოს აღნიშნულ ინსტრუქციებს და ეს დაადასტუროს  ხელმოწერით.

2. სამთო, სატრანსპორტო, სამშენებლოსაგზაო მანქანებისა და სხვა მოწყობილობის რემონტი წარმოებს დამტკიცებული სამუშაოთა წარმოების გეგმის გრაფიკის მიხედვით.

3. აკრძალულია სარემონტოსამონტაჟო სამუშაოების წარმოება მექანიკური დანადგარების ღია მოძრავი ნაწილების უშუალო სიახლოვეს, აგრეთვე ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრული სადენებისა და მოწყობილობის მახლობლად, თუ ეს მოძრავი ნაწილები, სადენები და მოწყობილობა სათანადოდ არაა შემოღობილი.

4. პირებს, რომლებიც დაიშვებიან ელექტრომოწყობილობის რემონტზე, უნდა ჰქონდეთ საკვალიფიკაციო ჯგუფი ელექტროუსაფრთხოებაში.

5. მექანიზმების ნაწილების რემონტი და შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მანქანის სრული გაჩერებისა და იმ ამამუშავებელი აპარატების ბლოკირების შემდეგ, რომლებსაც მოძრაობაში მოჰყავთ ეს მექანიზმები. თუ სარემონტო სამუშაოებისათვის აუცილებელია ელექტროენერგიის მიწოდება, დამუშავებულ უნდა იქნეს სამუშაოთა ორგანიზაციის სპეციალური პროექტი.

6. ცეცხლოვანი სამუშაოები (აირსაშემდუღებლო, აირსაჭრელი და ელექტროსაშემდუღებლო) უნდა წარმოებდეს უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად.

7. კომპლექსის ლითონკოსტრუქციების რღვევასთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოები წარმოებს საწარმოს ხელმძღვანელის ნებართვითა და ტექნიკური ზედამხედველის თანდასწრებით.

8. ექსკავატორებისა და საბურღი დაზგების რემონტი დასაშვებია საფეხურის სამუშაო ბაქანზე, ამასთან, ეს მექანიზმები განლაგებული უნდა იყოს შესაძლო ჩამოქცევის ზონის იქით. ბაქანი უნდა იყოს მოსწორებული და ჰქონდეს მანქანების მისასვლელი გზა.

9. სატრანსპორტოსანაყარო ხიდის რემონტის დროს დაუშვებელია ხელისა და ავტომატური სამუხრუჭო მოწყობილობის ერთდროულად დაშლა.

თავი XI

საბურღი დაზგე