1. სამთო, სატრანსპორტო და სამშენებლოსაგზაო მანქანები უნდა იმყოფებოდეს წესივრულ მდგომარეობაში და აღჭურვილი იყოს სასიგნალო მოწყობილობით, მუხრუჭებით, მისაწვდომი მოძრავი ნაწილებისა (ქუროების, გადაცემების, შკივების და სხვ.) და სამუშაო ბაქნების შემოღობვებით, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით, ჰქონდეს განათება, წესივრული ინსტრუმენტების კომპლექტი და აუცილებელი საზომსაკონტროლო აპარატურა, აგრეთვე წესივრული დაცვა გადამეტაწევისაგან.
2. მანქანების წესივრულობა მოწმდება მემანქანის მიერ ყოველ ცვლაში, უბნის მექანიკოსის მიერ – ყოველ კვირაში და კარიერის მთავარი მექანიკოსის (მისი მოადგილის) ან სხვა დანიშნული პირის მიერ – ყოველ ყოველ თვეში. შემოწმების შედეგები ფიქსირდება ჟურნალში. აკრძალულია უწესივრო მანქანებისა და მექანიზმების ექსპლუატაცია.
3. მანქანების ტრანსპორტირება ტრაქტორებით და ბულდოზერებით დასაშვებია მხოლოდ ხისტი ჩაბმის გამოყენებით და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეციალურად დამუშავებული ღონისძიებების განხორციელებით. განსაკუთრებით მძიმე მანქანების ტრანსპორტირება ჩაბმის სხვა სახეების გამოყენებით ხდება სპეციალურად დამუშავებული და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით.
4. მანქანებისა და მექანიზმების შეზეთვა სვლის დროს დასაშვებია მხოლოდ სპეციალური მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ სამუშაოების უსაფრთხოებას. კატეგორიულად აკრძალულია ღია ცეცხლისა და სარჩილი ლამპის გამოყენება ზეთისა და წყლის გასათბობად.
5. ექსკავატორზე უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სანგრევის პასპორტი. პასპორტში ნაჩვენები უნდა იყოს სამუშაო ბაქნების, ბეგების, დაფერდების კუთხეების დასაშვები ზომები, საფეხურის სიმაღლე და დაშორება სამთო და სატრანსპორტო მოწყობილობიდან საფეხურის ან ნაყარის კიდემდე.
6. სატრანსპორტოსანაყარო ხიდების, ნაყარწარმომქმნელებისა და ექსკავატორების კონსტრუქციული ელემენტები, აგრეთვე მათი ტრაპები და ბაქნები ყოველთვიურად უნდა იწმინდებოდეს სამთო მასისა და ტალახისაგან (ჭუჭყისაგან).
7. საპოხი და საწმენდი მასალები სამთო და სატრანსპორტო მანქანებზე ინახება ლითონის დახურულ ყუთებში. სამთო მანქანებსა და ლოკომოტივებზე ბენზინისა და სხვა ადვილაალებადი ნივთიერებების შენახვა დაუშვებელია.
8. ელექტროენერგიის მიწოდების მოულოდნელი შეწყვეტისას მექანიზმების მომსახურე პერსონალი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ძრავების ასამუშავებელი მოწყობილობა და მართვის ბერკეტები მდგომარეობაში “დადექ” (ნულოვან მდგომარეობაში).
9. გარეშე პირების ყოფნა ექსკავატორის კაბინაში და გარე ბაქნებზე ექსკავატორის მუშაობის დროს აკრძალულია.
10. ელექტრიფიცირებულ ხაზებზე ამწეების ექსპლუატაცია უნდა წარმოებდეს უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად.
11. მანქანებსა და მექანიზმებზე ავტომატიკის, ტელემექანიკისა და დისტანციური მართვის სისტემების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ბლოკირებების არსებობისას, რომლებიც გამორიცხავენ ენერგიის მიწოდებას ამ სისტემების უწესივრობის დროს.
12. მომსახურე პერსონალს, რომელთაც ექსპლუატაციისა და რემონტის პროცესში უხდებათ ტვირთების დაჯამბარება, უნდა ჰქონდეთ გავლილი სპეციალური სწავლება და მიღებული მოწმობა ასეთი სამუშაოების წარმოების უფლებით.
13. ძირითადი სამთოსატრანსპორტო მოწყობილობა მონტაჟისა და კაპიტალური რემონტის შემდეგ საექსპლუატაციოდ მიიღება კომისიის მიერ. კომისიას ნიშნავს და მის მიერ მისაღები მოწყობილობის ნუსხას განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელ