1. ექსკავატორი უნდა განლაგდეს კარიერის ან ნაყარის საფეხურზე მყარ, მოსწორებულ ფუძეზე, რომლის ქანობი არ აღემატება ექსკავატორის ტექნიკური პასპორტით გათვალისწინებულ დასაშვებ ქანობს. ყველა შემთხვევაში მანძილი საფეხურის ნაყარის გვერდს ან სატრანსპორტო ჭურჭელსა და წინაღტვირთს შორის უნდა იყოს სულ ცოტა 1 მ.

2. ექსკავატორის მუშაობისას მისი კაბინა უნდა განლაგდეს სანგრევის საწინააღმდეგო მხარეს.

3. ჰორიზონტალურ გზაზე ან აღმართზე ექსკავატორის გადაადგილებისას მისი წამყვანი ღერძი უნდა იყოს უკან, ხოლო ზემოდან ქვემოთ დაშვებისას - წინ. ჩამჩა უნდა დაიცალოს და აიწიოს ძირიდან სულ ბევრი 1 მ სიმაღლეზე, ხოლო ისარი დაყენებულ უნდა იქნეს ექსკავატორის მოძრაობის მიმართულებით.

4. მაბიჯი ექსკავატორის მოძრაობისას ჩამჩა უნდა დაიცალოს, ხოლო ისარი დაყენებულ უნდა იქნეს ექსკავატორის მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს.

5. აღმართსა და დაღმართზე ექსკავატორის მოძრაობისას აუცილებელია თვითნებური დასრიალების გამომრიცხავი ღონისძიებების გათვალისწინება.

6. ექსკავატორის გადაადგილება უნდა მოხდეს მემანქანის თანაშემწის სიგნალების მიხედვით. ამასთან, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ექსკავატორის მემანქანესა და მის თანაშემწეს შორის მუდმივი ხილვადობა. მაბიჯი ექსკავატორისათვის დასაშვებია სიგნალების გადაცემა მემანქანის თანაშემწედან მემანქანესთან ბრიგადის მესამე წევრის მეშვეობით.

7. დაუშვებელია ექსკავატორის მუშაობა საფეხურების შვერილებისა და ქიმების ქვე