1. მიწასაწოვი იარაღის მონტაჟი და რეკონსტრუქცია, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა და სამთომოსამზადებელი სამუშაოები უნდა წარმოებდეს პროექტის მიხედვით. აკრძალულია მიწასაწოვ იარაღზე ისეთი მოწყობილობისა და მასალების განლაგება, რომლებიც პროექტით არაა გათვალისწინებული.

2. მშენებარე და სარეკონსტრუქციო მიწასაწოვ იარაღზე:

ა)   ჩარჩოს ასაწევი ჯალამბარი აღჭურვილი უნდა იყოს ორი - მუშა და მცველი     მუხრუჭით;

ბ)   კენჭნარის კონვეიერს თავსა და ბოლოში დაყენებული უნდა ჰქონდეს  საჩერებელი ღილაკები, ხოლო ხიმინჯებს - გადამეტაწევისაგან დამცავი ბოლო    ამომრთველები;

გ) კიბეს, რომლის დახრა 750-ზე ნაკლებია, უნდა ჰქონდეს მტკიცე მოაჯირი და   ბრტყელი საფეხურები, რომლებიც გამორიცხავენ დაცურებას;

დ) კიბეს, რომლის დახრა აღემატება 750 -ს ანდა სიმაღლე - 3 მ-ს, უნდა ჰქონდეს    გვირაბისებრი შემოღობვა;

ე) პონტონში უნდა არსებობდეს სიგნალიზაცია წყლის არსებობის შესახებ და  სიგნალი გამოყვანილი უნდა იყოს მართვის პულტზე;

ვ) მიწასაწოვ იარაღზე დადგმული უნდა იყოს საავარიო ტუმბოები წყლის   ამოსაღვრელად.

3. სამშენებლოსამონტაჟო, სარემონტო, სატაკელაჟო და სხვა სამუშაოების დროს მიწასაწოვ იარაღზე გამოყენებული უნდა იქნეს მექანიზმები, მოწყობილობა და სამარჯვები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხო მუშაობას ტვირთის აწევისას და გადაადგილებისა