1. დაუშვებელია ბულდოზერის (ტრაქტორის) უმეთვალყურეოდ დატოვება ჩართული ძრავითა და აწეული დანით, ხოლო მუშაობისას - გვარლის მიმართვა, კიდულ ჩარჩოსა და დანაზე დგომა.

2. აკრძალულია ბულდოზერით (ტრაქტორით) მუშაობა ბლოკირების გარეშე, რომელიც გამორიცხავს ძრავის ამუშავებას, თუ გადაცემათა კოლოფი ჩართულია ან ძრავას არა აქვს კაბინიდან ამუშავების მოწყობილობა.

3. აკრძალულია ბულდოზერით (ტრაქტორით) მუშაობა ციცაბო ქანობის განივად.

4. რემონტის, შეზეთვისა და რეგულირების დროს ბულდოზერი უნდა იდგეს ჰორიზონტალურ ბაქანზე, ძრავა უნდა იყოს გამორთული, ხოლო დანა - მიწაზე დაშვებული.

5. დახრილ სიბრტყეზე ბულდოზერის ავარიული გაჩერების შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს ზომები, რომლებიც გამორიცხავენ ქანობზე მის თვითნებურ მოძრაობას.

6. დანის ქვემოდან დათვალიერებისათვის იგი დაშვებული უნდა იქნეს საიმედო ქვესადებზე, ხოლო ძრავა გამოირთოს. აკრძალულია აწეული დანის ქვეშ ყოფნა.

7. მანძილი ბულდოზერის სავალი ნაწილის კიდიდან ფერდოს კიდემდე განისაზღვრება სამთოგეოლოგიური პირობების გათვალისწინებით და შეიტანება სანგრევში (ნაყარზე) სამუშაოთა წარმოების პასპორტში.

8. ბულდოზერის მუშაობისას სანგრევის დაფერდების მაქსიმალური კუთხე არ უნდა აღემატებოდეს 250ს აღმართზე და 300ს - ქანობზე (ტვირთით დაშვებისას).

კარი IV

კარიერის ტრანსპორტი

თავი XVI

რკინიგზის ტრანსპორ