1. კარიერის მუდმივ ლიანდაგზე ეწყობა ტიპური გადასავლები. დროებით ლიანდაგზე გადასავლები, რომლებიც უნდა უზრუნველყოფდნენ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას უნდა აკმაყოფილებდნენ სტანდარტის მოთხოვნებს.
2. გადასავლების კლასიფიკაციასა და მათი დაცვის წესს განსაზღვრავს საწარმოს ადმინისტრაცია. დაუცველი გადასავალი ავტობლოკირებულ უბანზე აღჭურვილი უნდა იქნეს ავტომატური სიგნალიზაციით.
3. გადასავალზე განსაკუთრებით მძიმე და დიდი ტვირთების გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ გზის ოსტატის ნებართვითა და მეთვალყურეობით.
4. გადასავლის ავტომატური შლაგბაუმის ნორმალური მდგომარეობაა ღია, ხოლო ავტომატიზებულისა - დაკეტილი. ყველა დაცული შლაგბაუმი სიბნელეში, აგრეთვე ნისლის, თოვლისა და ქარბუქის დროს უნდა განათდეს და ჰქონდეს პირდაპირი სატელეფონო კავშირი უახლოესი სადგურის მორიგესთან ან დისპეტჩერთან.
5. გადასავლის ორივე მხარეს სამუხრუჭო გზის მანძილზე ლოკომოტივის მემანქანისათვის უნდა მოეწყოს მაფრთხილებელი ნიშნები.
6. ყველა სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია ელექტროგადაცემის, კავშირგაბმულობის ხაზებით, ნავთობსადენებით, წყალსადენებითა და სხვა მიწისზედა და მიწისქვეშა მოწყობილობით ლიანდაგის გადაკვეთასთან, დასაშვებია მხოლოდ პასუხისმგებელი პირის ნებართვით. ასეთ გადაკვეთებზე პროექტით გათვალისწინებული უნდა იქნეს სპეციალური მცველი მოწყობილობა, რომელიც უნდა შეთანხმდეს პასუხისმგებელ პირებთა