1. საავტომობილო გზების გეგმა და პროფილი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.

2. გზებისათვის მიწის ვაკისი უნდა გაკეთდეს მტკიცე გრუნტისაგან. დაუშვებელია ნაყარისათვის ტორფის, კორდებისა და მცენარეული ნარჩენების გამოყენება. შიგასაკარიერო გზების გრძივი ქანობი მიღებული უნდა იქნეს ტექნიკურეკონომიკური გაანგარიშების საფუძველზე მოძრაობის უსაფრთხოების გათვალისწინებით.

3. გზის სავალი ნაწილის სიგანე დადგენილი უნდა იქნეს პროექტით მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნების გათვალისწინებით, ავტომობილებისა და ავტომატარებლების ზომებიდან გამომდინარე.

4. ტრანშეაში დროებითი შესასვლელი ისე უნდა მოეწყოს, რომ მის გასწვრივ ტრანსპორტის მოძრაობისას თავისუფალი გასასვლელის სიგანე  იყოს სულ ცოტა 1,5 მ.

5. გზის გაჭიანურებული 0,06-ზე მეტი ქანობისას ყოველ 600 მ-ში მაინც უნდა მოეწყოს ჰორიზონტალური მოედნები 0,02 ქანობით და არანაკლებ 50 მ სიგრძით.

6. მრუდის რადიუსი გეგმაში მიღებული უნდა იქნეს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით. განსაკუთრებით შეზღუდულ პირობებში შიგასაკარიერო და სანაყარო გზებზე მრუდების რადიუსის სიდიდე გეგმაში დასაშვებია მიღებული იქნეს სატრანსპორტო საშუალების მობრუნების არანაკლებ ორი კონსტრუქციული რადიუსისა - ერთეულ ავტომობილზე გაანგარიშებისას და მობრუნების არანაკლებ სამი კონსტრუქციული რადიუსისა - ნახევარმისაბმელიან საწევარზე გაანგარიშებისას.

7. კარიერის კონტურის შიგნით გზის სავალი ნაწილი (გარდა სანგრევის გზებისა) უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს და გადაღობილი უნდა იყოს ჩამონგრევის პრიზმიდან მიწის ზვინულით ან დამცავი კედლით. გადაღობვის სიმაღლე მიღებული უნდა იქნეს გაანგარიშებით, მაგრამ არ უნდა იყოს ნაკლები საანგარიშო ავტომობილის თვლის სიმაღლის 1/3-ზე, ხოლო სიგანე - შემოღობვის სიმაღლის 1,5-ზე.

8. მონოლითური ქანის საფეხურზე, რომელსაც არა აქვს ჩამონგრევის პრიზმა, შემოღობვა იდგმება საფეხურის კიდიდან არანაკლებ 1 მ მანძილზე გადამღობი ზვინულის ძირამდე.

9. დატვირთვის ადგილები, ვირაჟები, კაპიტალური ტრანშეები და მცოცავი ჩასასვლელები, აგრეთვე შიგასაკარიერო გზები (მოძრაობის ინტენსიურობის მიხედვით) სიბნელეში უნდა განათდეს.

10. ზამთარში საავტომობილო გზები სისტემატურად უნდა გაიწმინდოს თოვლისა და ყინულისაგან, დაიყაროს ქვიშა, წიდა ან წვრილი ღორღი.

11. საავტომობილო გზები უნდა გაიწმინდოს და  შემოწმდეს ინსტრუმენტებით პროექტთან მისი შესაბამისობა. მათი გაწმენდის, შემოწმების,  შენახვის წესსა და ვადას განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელი.

12. კარიერზე საავტომობილო გზების მდგომარეობის კონტროლისათვის სამთო სამუშაოების გეგმაზე დატანილი უნდა იქნეს სატრანსპორტო კომუნიკაციების სქემა, რომელიც ყოველთვიურად უნდა შეივსო