1. მოძრავი შემადგენლობა უნდა იყოს წესივრულ მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს მის უწყვეტ მუშაობას და მოძრაობის უსაფრთხოებას.

2. ლოკომოტივს უნდა ჰქონდეს წესივრულად მოქმედი:

ა) მუხრუჭების სისტემა - არანაკლებ ორისა (ხელის და პნევმატიკური ან    ელექტრული);

ბ) მოწყობილობა ბგერითი სიგნალების მისაცემად;

გ) საქვიშარი;

დ) სიჩქარის საზომი;

ე) ხანძრის ჩაქრობის საშუალებები;

ვ) განათების საშუალებები.

3. ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობა და დუმპკარები აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური მუხრუჭებით.

4. მოძრავი შემადგენლობის ავტომატური მუხრუჭები უნდა აკმაყოფილებდეს ცალკეული ელემენტების შემცველობის დადგენილ ნორმებს და უზრუნველყოფდეს სამუხრუჭო ძალას, რომელიც საგანგებო დამუხრუჭებისას სამუხრუჭო გზის მანძილზე შემადგენლობის გაჩერების გარანტიას იძლევა.

5. ტვირთიანი ავტომატური მუხრუჭები უნდა იძლეოდეს ცარიელი და დატვირთული შემადგენლობის დამუხრუჭების რეჟიმების გამოყენების საშუალებას. სატვირთო ვაგონების სამუხრუჭო ბაქნები საგანგებო დამუხრუჭებისათვის აღჭურვილი უნდა იყოს სამუხრუჭო ონკანებით.

6. ვაგონების შემადგენლობის ქანობზე დატოვებისას მუხრუჭები უნდა იყოს ჩაჭერილი, ხოლო თვლების ქვეშ უნდა დაიდოს სამუხრუჭო ბუნიკები. ჩახსნილი ვაგონები კარიერის ლიანდაგებზე საიმედოდ უნდა იყოს დამუხრუჭებული ქანობზე მათი თავისით გადაადგილებისაგან დასაცავად.

7. სატვირთო მატარებლის შემადგენლობაში ადამიანების გადასაყვანი ვაგონების ჩართვა აკრძალულია. კარიერზე ადამიანების გადაყვანის ორგანიზაცია ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ დამუშავებული ინსტრუქციით.

თავი XVII

საავტომობილო და სატრაქტორო ტრანსპორ