1. კარიერზე ლიანდაგები კვარტალში ერთხელ მაინც უნდა გაიწმინდოს და შემოწმდეს ინსტრუმენტებით პროექტთან შესაბამისობის მიზნით. მათი შემოწმების წესსა და ვადებს განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელი.
2. კარიერზე ლიანდაგების მდგომარეობის კონტროლისათვის სამთო სამუშაოთა გეგმაზე დატანილი უნდა იქნეს სატრანსპორტო კომუნიკაციების სქემა, რომელიც ყოველთვიურად უნდა შეივსოს.
3. აკრძალულია რკინიგზაზე ისეთი ისრის გადასაყვანის ექსპლუატაცია, რომელსაც აქვს სტანდარტით გათვალისწინებული თუნდაც ერთი სახის უწესივრობა.
4. სადგურებსა და პოსტებზე, სადაც ისრები იმართება ცენტრალიზებულად, ისრები უნდა გაწმინდოს ორმა პირმა.
5. სიბნელეში, ნისლსა და ქარბუქში ისრების გასაწმენდი სამუშაოების შესრულებისას რელსის თავიდან 0,5 მ - 0,6 მ სიმაღლეზე უნდა დაიდგას ფარანი.
6. სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის, ბლოკირებისა და კავშირგაბმულობის ნაგებობები და მოწყობილობა დაცული უნდა იყოს წევის დენის, ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზებისა და მეხის განმუხტვის ხელშემშლელი და საშიში გავლენისაგან. სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის, ბლოკირების სისტემის მოწყობილობის, ავტობლოკირებისა და კავშირგაბმულობის კონტროლი უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გრაფიკით.
7. ხელით მართვის ისრის გადასაყვანები აღჭურვილი უნდა იყოს განათებადი ან არაგანათებადი მაჩვენებლებით. ისრების განათებადობა და არაგანათებადობა განისაზღვრება სადგურის ტექნიკურგანმკარგულებელი აქტით.
8. ლიანდაგის გადასასვლელზე, სადაც მატარებლების ინტენსიური მოძრაობა და დიდი სამანევრო სამუშაოებია, უნდა მოეწყოს საქვეითო გვირაბები, ხიდები ან ბილიკები, რომლებიც შემოღობილი უნდა იყოს თვითმნათი მაფრთხილებელი ნიშნებით ან უნდა განათდეს სიბნელეში. დაუდგენელ ადგილებში ლიანდაგზე გადასვლა აკრძალულია.
9. რკინიგზის ღობურას მოწყობილობამ (ჩამომგდები ბუნიკები ან ისრები, საბრუნი ძელები) გადამღობ მდგომარეობაში უნდა გამორიცხოს მოძრავი შემადგენლობის გამოსვლა რკინიგზიდან, რომელზეც ის დგას. ეს მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს რკინიგზის ღობურას მაჩვენებლებით.
10. ნაგებობებისა და მოწყობილობის რემონტი უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია მოძრაობის უსაფრთხოება და საწარმოს საამქროების შეუფერხებელი მომსახურება. აკრძალულია:
ა) სამუშაოს დაწყება მოძრავი შემადგენლობის სვლისათვის საშიში ადგილების სიგნალებით შემოფარგვლამდე;
ბ) სამუშაო ადგილების შემოფარგვლის სიგნალების აღება სამუშაოს მთლიანად დამთავრებამდე, აგრეთვე გზის მდგომარეობის, საკონტაქტო ქსელის შემოწმებამდე და გაბარიტის დაცვამდე.
11. მოძრავი შემადგენლობის სვლისათვის საშიში სამუშაოს წარმოების ადგილები ორივე მხარეს უნდა შემოიფარგლოს სიგნალებით როგორც ერთლიანდაგიან, ისე ორ და_ მრავალლიანდაგიან გზის უბნებზე იმის მიუხედავად, მოსალოდნელია თუ არა მატარებლის გავლა.
12. ლიანდაგის სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე ხელმძღვანელმა ინსტრუქტაჟი უნდა ჩაუტაროს მომსახურე პერსონალს ამ სამუშაოების უსაფრთხო წარმოების პირობებზე და მიუთითოს ადგილები, სადაც მომსახურე პერსონალი უნდა იმყოფებოდეს მატარებლის გავლისას.
13. აკრძალულია ლიანდაგის დაშლა და დაგება მანქანებითა და მექანიზმებით, რომლებიც აღჭურვილი არ არის ტვირთის ასაწევი მოწყობილობით.
14. სანგრევის ლიანდაგი უნდა დამთავრდეს მცველი საბჯენით, რომელიც შემოფარგლული უნდა იყოს სიგნალებით და სიბნელეში განათდეს.
15. სანგრევისა და სანაყარო ჩიხების (ლიანდაგის) არასამუშაო ნაწილში აკრძალულია ამწეების, ლიანდაგგადასაწევებისა და სხვა მექანიზმების დატოვება მათი ჩამომგდები მოწყობილობით გადაღობვის გარეშე, რომლებიც გამორიცხავენ მათზე მოძრავი შემადგენლობის დაჯახებასა და ლიანდაგის სამუშაო ნაწილზე გასვლას.
16. აკრძალულია დამჭერი და მცველი ჩიხების დაკავება მოძრავი შემადგენლობი