1. კარიერის გზებზე ავტომობილების, საავტომობილო და ტრაქტორის მატარებლების მოძრაობის სიჩქარესა და წესს განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელობა ადგილობრივი პირობების, გზების ხარისხისა და სატრანსპორტო საშუალებების მდგომარეობის გათვალისწინებით.
2. საავტომობილო და სატრაქტორო მატარებლებს უნდა ჰქონდეთ საიმედო გადასაბმელი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების მოძრაობას გაკვრის და გვერდზე გადახრის გარეშე. მისაბმელები და ნახევარმისაბმელები აღჭურვილი უნდა იყოს მუხრუჭებით და გაბარიტული შუქსიგნალებით _ “დადექ” და მოხვევის სიგნალებით. აკრძალულია ავტომობილების, ჩარხების, მოწყობილობისა და მასალების ბუქსირზიდვა მოქნილი გადასაბმელით.
3. კარიერის გზებზე მოძრაობა უნდა დარეგულირდეს საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული სტანდარტული ნიშნებით.
4. კარიერზე სხვა საწარმოსა და ორგანიზაციის ავტომობილების, ტრაქტორების, საწევრების, სატვირთავი და ამწევი მანქანების და სხვა სახის ტრანსპორტის ერთჯერადი შესვლა დასაშვებია მხოლოდ კარიერის ხელმძღვანელობის ნებართვით, მემანქანის ან მძღოლისათვის აუცილებელი ინსტრუქტაჟის ჩატარების და სპეციალურ ჟურნალში ჩაწერის შემდეგ.
5. კარიერზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების ტექნიკაში ინსტრუქტირება ხორციელდება კარიერისა და ავტომეურნეობის ხელმძღვანელობის მიერ და მოძრაობის მარშრუტების პრაქტიკულად გაცნობის შემდეგ მძღოლებს მიეცემათ კარიერზე მუშაობის ნებართვა (მოწმობის სახით).
6. კარიერის საავტომობილო გზებზე ავტომანქანების მოძრაობა უნდა განხორციელდეს გასწრების გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში, კარიერზე სხვადასხვა ტექნიკური სიჩქარის ავტომობილების გამოყენებისას, დასაშვებია ავტომობილების გასწრება, თუ უზრუნველყოფილია მოძრაობის უსაფრთხო პირობები