1. ავტომობილების (ავტომატარებლების) ექსკავატორით დატვირთვისას უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:

ა) ავტომობილი (ავტომატარებელი), რომელიც ელოდება დატვირთვას, უნდა    იმყოფებოდეს ექსკავატორის ჩამჩის მოქმედების რადიუსის გარეთ და უნდა    დადგეს დატვირთვის ადგილზე მხოლოდ ექსკავატორის მემანქანის ნებართვის   სიგნალის შემდეგ;

ბ) ავტომობილი (ავტომატარებელი), რომელიც იტვირთება, უნდა იყოს    დამუხრუჭებული;

გ) ავტომობილის (ავტომატარებლის) ძარაში ჩატვირთვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ გვერდიდან ან უკანა მხრიდან. აკრძალულია ექსკავატორის ჩამჩის  გადატარება ავტომობილის ან ტრაქტორის კაბინაზე;

დ) დატვირთული ავტომობილი (ავტომატარებელი) უნდა გადაადგილდეს განტვირთვის პუნქტისკენ მხოლოდ ექსკავატორის მემანქანის ნებართვის    სიგნალის შემდეგ;

ე) ავტომობილი, რომელიც იტვირთება, უნდა იყოს მემანქანის მხედველობის არეში.

2. კარიერის თვითსაცლელი ავტომობილის კაბინა გადახურული უნდა იყოს სპეციალური დამცავი ქიმით, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლის უსაფრთხოებას დატვირთვისას. თუ კაბინას არ გააჩნია დამცავი ქიმი, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია დატვირთვისას გამოვიდეს კაბინიდან და იმყოფებოდეს ექსკავატორის ჩამჩის მოქმედების რადიუსის გარეთ.

3. დატვირთვა–განტვირთვის პუნქტებს უნდა ჰქონდეს ავტომობილების (ბულდოზერების, ტრაქტორების) და ავტომატარებლების სამანევრო ოპერაციებისათვის აუცილებელი ფრონტი – სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით. ავტომობილების (ავტომატარებლების) დატვირთვისა და განტვირთვის ბაქნები უნდა იყოს ჰორიზონტალური (დასაშვებია არა უმეტეს 0,01 ქანობი).

4. მანქანების უკუსვლით მოძრაობის შეზღუდვის მიზნით განტვირთვის ბაქნების მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის  მოთხოვნებს.

5. ცალმხრივი ან ზეგაბარიტული დატვირთვა, აგრეთვე ავტომობილის (ავტომატარებლის) დადგენილ ტვირთამწეობაზე მეტად დატვირთვა დაუშვებელი