1. კარიერის ლიანდაგზე მატარებლის მოძრაობის სიჩქარე განისაზღვრება გამოყენებული მოძრავი შემადგენლობის, ლიანდაგის ზედა წყობისა და პროფილის, აგრეთვე ადგილობრივი პირობების მიხედვით საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ.

2. გადასარბენებზე (სადგურთშორისი, პოსტთშორისი და ბლოკუბანი) დაშვებულია მხოლოდ ერთი მატარებლის ყოფნა.

3. ელექტრიფიცირებულ რკინიგზაზე აკრძალულია აწეულისრიანი ამწის გადაადგილება.

4. აკრძალულია რკინიგზის პლატფორმებზე შესაბამისი დამაგრების გარეშე სარელსე რგოლების გადატანა.

5. მატარებლის სვლა ვაგონებით წინ ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ წინა ვაგონი მატარებლის მოძრაობის მიმართულებით აღჭურვილია სამუხრუჭე ბაქნით, რომელზეც უნდა იმყოფებოდეს გამცილებელი. დასაშვებია მატარებლის სვლა ვაგონებით წინ გამცილებლის გარეშე, მაგრამ წინა ვაგონს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხმოვანი სიგნალი, ხოლო სიბნელეში - შუქსიგნალი. ამ შემთხვევაში გაჩერებებზე მატარებლის შემდგენლის მოვალეობა ეკისრება მემანქანის თანაშემწეს.

6. აკრძალულია ვაგონების გადაბმა და გადახსნა, პლატფორმასა და ლოკომოტივზე ახტომა ან ჩამოხტომა მოძრაობის დროს, აგრეთვე, ბუფერებსა და ავტოგადასაბმელებზე მგზავრობ