1. თუ მისასვლელ ლიანდაგს ემსახურება მისი მოსარგებლის ლოკომოტივი‚ ხელშეკრულებით დადგენილ გადასაყენებელ რკინიგზის ლიანდაგზე ვაგონების ჩამოყენებას უზრუნველყოფს რკინიგზის ლოკომოტივი, ხოლო ვაგონების შემდგომ მოძრაობას‚ დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილებზე განაწილებასა და გადასაყენებელ სარკინიგზო ლიანდაგზე დაბრუნებას – მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის ლოკომოტივი.
2. თუ მისასვლელ ლიანდაგს ემსახურება რკინიგზის ლოკომოტივი‚ მისასვლელ ლიანდაგზე ვაგონების ჩაყენებასა და გამოყვანას დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილებისკენ ახორციელებს რკინიგზა.