2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოქმედებს იმ შემთხვევაში‚ თუ არსებობს რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების რევიზორის დასკვნა ამ მისასვლელ ლიანდაგზე ვაგონების მიწოდების შესაძლებლობის შესახებ და შემუშავებულია მასზე ლოკომოტივისა და ვაგონის გადაადგილების წესი.
3. მისასვლელ ლიანდაგზე ვაგონის დაზიანების გამო ფორმდება ვუ-25მ ფორმის აქტი‚ რომელსაც ხელს აწერს რკინიგზისა და მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი