1. ავტომუხრუჭის ამორთვისა და ამის თაობაზე სავაგონო მეურნეობის მუშაკის გაფრთხილების წესს, აგრეთვე რკინიგზის ლოკომოტივით მომსახურე მისასვლელ ლიანდაგზე ამგვარ ვაგონთან სამანევრო სამუშაოს შესრულებისას მისაღებ უსაფრთხოების დამატებით ზომებს ადგენს რკინიგზა.
2. ფეთქებადი ნივთიერების ჩასატვირთად სადგურში მისაწოდებელი ვაგონის მომზადებისა და ტექნიკური მომსახურების წესს, თუ სადგურში არ არის ვაგონის დამთვალიერებელი, აგრეთვე ამ სადგურში ორმაგი ოპერაციის შესრულების პირობებს რკინიგზა ადგენს დატვირთვის თითოეული პუნქტის მიხედვით.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 99
თავი 22 — ვაგონის მომზადება და დასატვირთად წარდგენა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 99, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-99/