2 მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე ვალდებულია‚ გამოყოს შეტყობინების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი და წერილობით აცნობოს სადგურს მისი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.
3. შეტყობინების გაგზავნა ცარიელი ვაგონების დასატვირთად ჩამოყენების დროის თაობაზე სავალდებულო არ არის‚ თუ იტვირთება ის ვაგონი‚ რომელიც გადმოიტვირთა ამავე მისასვლელ ლიანდაგზე. ვაგონის მიწოდების დროის თაობაზე შეტყობინების გადაცემის წესსა და ვადებს ადგენს სადგური