1. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) საკუთარი ან რკინიგზისგან იჯარის ან ქირავნობის უფლებით მიღებული სპეციალიზებული ვაგონი მიწერილი უნდა იყოს მისი მუდმივი დატვირთვის (გადმოტვირთვის) სადგურზე. აღნიშნულ ვაგონში დაიშვება მხოლოდ იმ საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვა, რომლისთვისაც იგი არის განკუთვნილი.
2. სპეციალიზებული ვაგონის გადმოტვირთვისა და გაწმენდის შემდეგ ტვირთმიმღების საშუალებით ტვირთმიმღებს შეუძლია გამოიყენოს იგი ტვირთგამგზავნის მისამართით საფრთხეშემცველი ტვირთისგან დაცლილი ცარიელი ტარის გადასაზიდად, ამ წესის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
3. სპეციალიზებული ვაგონის დატვირთვა-გადმოტვირთვა ხორციელდება მისასვლელ ლიანდაგზე. ტვირთის გადაზიდვა ამ ვაგონში დაიშვება მხოლოდ სავაგონო გზავნილით.