1. დატვირთული ან ცარიელი სპეციალიზებული კონტეინერის გადაზიდვისას მის ზედაპირზე არ უნდა იყოს საფრთხეშემცველი ტვირთის კვალი და ნარჩენი.
2. თუ გადასაზიდად წარდგენილია საფრთხეშემცველი ტვირთისგან დაცლილი სპეციალიზებული კონტეინერი, ტვირთმიმღები ვალდებულია ისევე მჭიდროდ დახუროს მისი კარი, ლიუკი და სხვა საკეტი მოწყობილობა, როგორც ეს დატვირთულ კონტეინერზე ხდება.
3. შიგნიდან და გარედან გაწმენდილ-გარეცხილი ცარიელი სპეციალიზებული კონტეინერის დაბრუნებისას, ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” ტვირთგამგზავნი აღნიშნავს: „კონტეინერი დაცლილია (მიეთითება მასში გადაზიდული ტვირთის დასახელება), გაწმენდილია, გარეცხილია და უსაფრთხოა”.
4. ცარიელი სპეციალიზებული კონტეინერის დაბრუნება, რომელსაც აქვს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული ნარჩენი წნევა ან გადაზიდული ტვირთის ნარჩენები, ხორციელდება ამ წესით გადაზიდული ტვირთის მიმართ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” ტვირთგამგზავნმა უნდა მიუთითოს: „კონტეინერი დაცლილია (მიეთითება მასში გადაზიდული ტვირთის დასახელება)”, დაამოწმოს იგი ამ ტვირთის მიმართ გათვალისწინებული საფრთხის შტემპელით და თან დაურთოს საავარიო ბარათი ან აღნიშნოს მისი ნომერი.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 33
თავი 7 — ვაგონის (კონტეინერის) მიმართ და მასში მოთავსებული საფრთხეშემცველი ტვირთის განლაგებისადმი დადგენილი მოთხოვნები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 33, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-33/