1. საფრთხეშემცველი ტვირთით მისულ ვაგონს ტვირთმიმღები და ნავსადგური იღებენ თავიანთ მისასვლელ ლიანდაგზე.
2. საფრთხეშემცველტვირთიანი წვრილმანი გზავნილი და კონტეინერი სადგურიდან გატანილი უნდა იქნეს ტვირთმიმღების მიერ ტვირთის მიტანის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
3. ტვირთგამგზავნს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს მისი მისამართით მიტანილი საფრთხეშემცველი ტვირთის მიღებაზე.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 38
თავი 8 — საფრთხეშემცველი ტვირთის გადასაზიდად მიღება და გაცემა
მთავარი მონაცემები
- ვადა 24 საათის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 38, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-38/