2. მისასვლელი ლიანდაგი შეიძლება გაიხსნას მუდმივი ან დროებითი ექსპლუატაციისთვის.
3. მუდმივი ექსპლუატაციისთვის ახლად აშენებული მისასვლელი ლიანდაგის გახსნა და მასზე რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ჩამოყენება დაიშვება მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციაში შესვლისა და მისი მომსახურების პირობების განსაზღვრის შემდეგ. გადაწყვეტილება მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციაში შესვლის თაობაზე მიიღება კომისიურად‚ რკინიგზისა და მისასვლელი ლიანდაგის მოსარგებლის წარმომადგენლის მონაწილეობით