1. გადმოტვირთვის შემდეგ ვაგონებისა და კონტეინერების დასუფთავებისა და რეცხვის წესის დარღვევისთვის ტვირთმიმღებისა და რკინიგზის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. თუ ტვირგამგზავნის თანხმობით რკინიგზამ დასატვირთად გამოყო ცარიელი დაუსუფთავებელი ვაგონები (კონტეინერები) ღია ლუკით, კარით და მოუხსნელი სამაგრი სამარჯვით, მაშინ მათი მოხსნა, დასუფთავება და რეცხვა ხორციელდება ტვირთგამგზავნის მიერ, რკინიგზის ხარჯით.
3. ცარიელი ვაგონი გასარეცხად იგზავნება გადაგზავნის ზედნადებით, ხოლო სადეზინფექციოდ – გადაზიდვის დოკუმენტებით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 386
თავი XXVI — ტვირთის გადმოცლის შემდეგ ვაგონებისა და კონტეინერების დასუფთავებისა და რეცხვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 386, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-386/