1. თუ ნაყარი ტვირთი გადაიზიდა წრიული მარშრუტებით ან ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ვაგონით, ჩამოტვირთვის შემდეგ მის დასაშვებ ნაშთს აღნიშნული პირი ადგენს მხოლოდ რკინიგზის წერილობითი თანხმობით, მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. ვაგონის (კონტეინერის) გარე ზედაპირსა და სავალ ნაწილებს წმენდს ის პირი, ვინც სარგებლობს ამ ვაგონით (კონტეინერით).
3. დასუფთავებულ ვაგონში თოვლის არსებობა არ არის მისი დაბინძურების ნიშანი.
4. ვაგონზე (კონტეინერზე) და ვაგონის ჩარჩოზე ნიშნები და ტრაფარეტები მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს.